logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: ვფიქრობთ, იმპორტის ჩანაცვლება ჩვენი პროგრამების ფარგლებში ისეთივე პრიორიტეტად ვაქციოთ, როგორც ექსპორტის წახალისებაა
ნათია თურნავა: ვფიქრობთ, იმპორტის ჩანაცვლება ჩვენი პროგრამების ფარგლებში ისეთივე პრიორიტეტად ვაქციოთ, როგორც ექსპორტის წახალისებაა
14:20 30.05.2019
"ჩვენ ყოველთვის გამოკვეთილი გვაქვს პრიორიტეტი - წავახალისოთ ჩვენი ექსპორტი და ეს მართლაც მნიშვნელოვანია. გვაქვს ძალიან ხელშესახები შედეგები, რადგან ექსპორტი იზრდება და, სხვათაშორის, ლარის სიმყარეც ამაზეა დიდწილად დამოკიდებული. მაგრამ იმპორტის ჩანაცვლება უკვე შემდეგი გამოწვევაა, რომელსაც უნდა ვუპასუხოთ" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კახეთის საერთაშორისო რეგიონულ საინვესტიციო ფორუმზე ამ თემაზე საუბრისას.

ნათია თურნავას ინფორმაციით, იმპორტის ადგილობრივი პროდუქციით ჩანაცვლების მიზნით მთავრობა მოქმედების ორ სცენარს განიხილავს, მათ შორის სახელმწიფო პროგრამებში იმპორტის ჩანაცვლების კომპონენტის დამატებას.

"ვფიქრობთ, ისეთივე პრიორიტეტად ვაქციოთ იმპორტის ჩანაცვლება ჩვენი პროგრამების ფარგლებში, როგორც ექსპორტის წახალისების კომპონენტია და ეს პირველ რიგში გამოიკვეთება „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების ფარგლებში. ჩვენ გვაქვს შესაბამისი პროგრამები, რომლებიც ორიენტირებულია ექსპორტის ხელშეწყობაზე და ვფიქრობთ, ანალოგიური მიდგომა უკვე წელს იმპორტის ჩანაცვლებაზეც გავავრცელოთ" - აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, მოხდება პროგრამის პორტფელის გადახალისება - იმპორტის ჩამნაცვლებელმა კომპანიებმა იგივე ბენეფიტებით და დახმარებით რომ ისარგებლონ, როგორც ექსპორტიორებმა.

შემდეგი მიმართულება, რაზეც მინისტრმა ისაუბრა, ადგილობრივი წარმოების ინტერესების უფრო მეტი დაცვაა.

"მეორე, უფრო გლობალური მიმართულება, რომელიც საკანონმდებლო დონეზე ტარდება, არის შიდა ბაზარზე ჩვენი, ადგილობრივი წარმოების ინტერესების უფრო მეტი დაცვა და მხარდაჭერა ვაჭრობის სამართლიანი წესების განმტკიცების მიმართულებით" - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო გახსნილი, ლიბერალური ბაზარია, სხვადასხვა მრავალმხრივი და ორმხრივი ვაჭრობის შეთანხმებების და მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის წევრი. მისი თქმით, ეს გვაკისრებს გარკვეულ ვალდებულებებს, მაგრამ ჩვენ ვამკვიდრებთ ცივილიზებულ გზებს, თუ როგორ შეიძლება მსოფლიოში აპრობირებული გზით დავიცვათ საკუთარი წარმოება უხარისხო იმპორტისგან - უსამართლო, დემპინგურ ფასში შემოტანილი ანალოგიებსგან.

ნათია თურნავას ინფორმაციით, ახლა მთავრობა ბიზნესთან ერთად ჩართულებია ანტიდემპინგური კანონმდებლობის აქტიურ განხილვაში, რაც არის ერთ-ერთი აპრობირებული გზაა, თუ როგორ შეიძლება ქვეყანამ, რომელიც ვაჭრობაში ლიბერალური და გახსნილია, იმავდროულად ძალიან მკაცრად დაიცვას საკუთარი ბიზნესის ინტერესები უსამართლო, უკანონო დემპინგური გამოვლინებების დროს. მინისტრის თქმით, ასევე უმნიშვნელოვანესია ხარისხის სტანდარტის დაცვა არამარტო საკუთარი წარმოების მიმართ, არამედ მთლიანად ბაზარზე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა