logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თიბისი კაპიტალმა საქართველოს ობლიგაციების ბაზრის განახლებული კვლევა გამოსცა
თიბისი კაპიტალმა საქართველოს ობლიგაციების ბაზრის განახლებული კვლევა გამოსცა
13:51 30.05.2019
29 მაისს, თიბისი კაპიტალმა საქართველოს ობლიგაციების ბაზრის განახლებული კვლევა წარადგინა.

თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ განახლებულ კვლევაში ფასიანი ქაღალდების ბაზრის უკანასკნელი ტენდენციებია გაანალიზებული.

კვლევის განახლება კომპანიების და პოტენციური ინვესტორების მხრიდან გ ქართული ობლიგაციების ბაზრის და მისი განვითარების პერსპექტივების მიმართ გაზრდილმა ინტერესმა განაპირობა.

კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ობლიგაციების ბაზარი საშუალოდ 23%-ით იზრდებოდა და 2018 წლისბოლოს მისმა ჯამურმა მოცულობამ 10 მლრდ. ლარი შეადგინა.

ამასთან, უკვე 2019 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, ბაზრის ჯამური მოცულობა 11%-ით არის გაზრდილი და 11 მლრდ. ლარს აღწევს, რაც მსხვილი კორპორაციული ევროობლიგაციების გამოშვებით და ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის მაღალი ზრდით არის გამოწვეული.

საგადასახადო შეღავათები ხელს უწყობს ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე განთავსებას.
შედეგად, 2018 წელს ბირჟაზე განთავსებული ობლიგაციების მოცულობა 205%-ით, 825 მლნ ლარამდე გაიზარდა, მაშინ, როდესაც ბირჟაზე განუთავსებელი ობლიგაციების მოცულობა 33%-ით შემცირდა, 406 მლნ. ლარამდე.

როგორც თიბისი ბანკში აცხადებენ, ბოლო პერიოდის მნიშვნელოვან სიახლეთაგან აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან ქართული ობლიგაციების შეძენა უკვე შესაძლებელია საერთაშორისო ცენტრალური დეპოზიტარის, ქლიარსტრიმის (Clearstream) სისტემაში, რაც ქართულ ობლიგაციებს კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის საერთაშორისო ინვესტორებისათვის.

2019 წლის მარტში თიბისი კაპიტალმა წარმატებით განახორციელა პირველი ქართული კორპორაციული ობლიგაციის შეთავაზება ინსტიტუციონალური ინვესტორებისათვის ქლიარსტრიმის საშუალებით.

თიბისი კაპიტალი განახლებულ კვლევაში მკითხველს საპენსიო სააგენტოს ფონდის პორტფელის შეფასებას და მისი პოტენციური ინვესტიციების პროგნოზს სთავაზობს, ასევე განიხილავს მოსალოდნელ საკანონმდებლო სიახლეებს ქართული ობლიგაციების ბაზარზე.

ღონისძიებისას ასევე განხილული იყო საერთაშორისო და ადგილობრივი მაკროეკონომიკური ტენდენციები კორპორატიული ობლიგაციების ჭრილში.

თიბისი კაპიტალის მიხედვით, სტაბილურმა მაკროეკონომიკურმა გარემომ ბაზარზე რისკები შეამცირა, რაც დადებითად აისახა ქვეყნის სუვერენულ რეიტინგზე. შედეგად, გაიზარდა ქართული ობლიგაციებით დაინტერესებული ინვესტორების რაოდენობა.

ღონისძიების დროს თიბისი ბანკის მთავარმა ეკონომისტმა, ოთარ ნადარაიამ საერთაშორისო და ადგილობრივი მაკროეკონომიკური გარემო მიმოიხილა.

პრეზენტაციამ მოიცვა ლარის, აშშ დოლარისა და ევროს საპროცენტო განაკვეთებისა და გაცვლითი კურსების დინამიკა და პროგნოზები.

პრეზენტაციაზე საქართველოში ეკონომიკის ზრდისა და კორპორატიულ ვალზე მოთხოვნის მაჩვენებლებიც განიხილეს.

ბაზრის მოლოდინების მიხედვით, ამერიკაში სავარაუდოა საპროცენტო განაკვეთების არსებულ დონეზე შენარჩუნება და/ან შემცირება.

საერთაშირისო მასშტაბით დოლარის შესაძლო შესუსტება საქართველოს ეკონომიკასა და გაცვლით კურსზე დადებით ზეგავლენას იქონიებს.

საბაზო სცენარის მიხედვით, ლარის გამყარებაა მოსალოდნელი.

საქართველოზე, როგორც მცირე და ღია ეკონომიკაზე, რეგიონში განვითარებული მოვლენები ზეგავლენას ახდენს.

ეკონომიკის ზრდის პროგნოზის მხრივ, სავალუტო შემოდინებების, ფისკალური სტიმულისა და დაკრედიტების მოსალოდნელი მაჩვენებლების გათვალისწინებით, 2019 წელს დაახლობით 5%-მდე ზრდაა დაგეგმილი.

კორპორატიულ ვალზე 2018 წელს პიკური მოთხოვნის შემდეგ, მისი ზრდის ტემპი ნორმალიზდება, თუმცა მოთხოვნა კვლავ მზარდი იქნება.

თიბისი კაპიტალის და თიბისი ბანკის ეკონომიკური გუნდის კვლევების ხილვა და ელექტრონულ მეილზე გამოწერა შეგიძლიათ ვებ გვერდებზე:

Tbccapital.ge
Tbcresearch.ge



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა