logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სოსო არჩვაძე: ნათია თურნავას გადაწყვეტილება მისასალმებელია, ამავდროულად საინტერესოა, როდის მისცეს "ანაკლიის კონსორციუმს" გარანტია ტვირთების გადაზიდვის ექსკლუზივზე
სოსო არჩვაძე: ნათია თურნავას გადაწყვეტილება მისასალმებელია, ამავდროულად საინტერესოა, როდის მისცეს "ანაკლიის კონსორციუმს" გარანტია ტვირთების გადაზიდვის ექსკლუზივზე
13:15 30.05.2019
„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“-ს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას და მის შემდეგ განვითარებულ პროცესებს ეკონომიკის ექსპერტები ეხმაურებიან.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის, სოსო არჩვაძის განცახდებით, ეს დოკუმენტი გაცემულია ერთ-ერთი სააგენტოს ხელმძღვანელის მიერ და მისი გაცემა არ ყოფილა შეთანხმებული ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასთან.

მინისტრის განცხადებით ირკვევა, რომ ნებართვა გაცემულა ხარვეზებით და არა აქვს მიწის მეპატრონის, სახელმწიფოს (ქონების მართვის სამსახურის) თანხმობა.

„დღეს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომელიც სცილდება ეკონომიკის სფეროს და სერიოზული პოლიტიკური დატვირთვის მატარებელიცაა. კარგია, რომ მის ბრძანებით, ფოთში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის არასანქცირებული ნებართვის გაცემის გამო, მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი გაათავისუფლეს. ასევე ნამდვილად დროულია და პრინციპული გადაწყვტილება, რომ ის პირები, რომლებიც ვერ ხედავენ ან სათანადადოდ არ აფასებენ ანაკლიის პორტის მშენებლობის სახელმწიფოებრივ, არა მარტო ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ და სტრატეგიულ მნიშველობას ქვეყნის მდგრადი, დინამიური და უსაფრთხო განვითარებისათვის, ვერ თუ არ ამჟღავნებენ სახელმწიფოებრივ ცნობიერებას და და თავიანთი ქმედებით თუ უმოქმედობით ჩრდილს აყენებენ, უშლიან ამ მნიშვნელოვანი პროექტის რეალიზაციას, მათი ადგილი, ჩემი აზრით, არ არის სახელმწიფო, საჯარო სამსახურში“ - აცხადებს ექსპერტი.

ამასთან მისი ინფორმაციით, მნიშვნელოვან ყურადღებას იმსახურებს „ანაკლიის კონსორციუმის“ „შოკისმომგვრელი“ გამოხმაურებაც ამ თემაზე.

"ულტიმატუმებით საუბარი მუღებელია, მე არსად წამიკითხავს, რომ მათთვის ვინმეს მიეცი ტვირთების გადაზიდვის ექსკლუზივზე გარანტია. ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ინვესტიციების შემოსვლა, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და ა.შ. მითუმეტეს, ისეთი ინვესტიციების, რომელიც გაზრდის საქართველოს გეოსტრატეტგიული ფუნქციას და ჩვენი ქვეყნის ლოგისტიკური პოტენციალის განვითარებას ემსახურება.

რაც მთავრობისგან ანაკლიაზე ვიცით ის არის, რომ ამ პ როექტს გააჩნია უპრეცედენტო მხარდაჭერა ხელისუფლებისგან, დაწყებული 300 მლნ ლარიანი ინფრასტრუქტურით, დასრულებული 70- მილიონიანი მიწის გამოსყიდვით და 100 მლნ დოლარის დამატებითი დაფინანსებით, ასევე სრული იურიდიული მხარდაჭერით დასრულებული" - აცხადებს სოსო არჩვაძე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა