logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: ძალიან მალე ჩვენს ქალაქებში ქართული წარმოების ელექტრომობილები გამოჩნდება
ნათია თურნავა: ძალიან მალე ჩვენს ქალაქებში ქართული წარმოების ელექტრომობილები გამოჩნდება
15:47 27.05.2019
„უახლოესი თვეების განმავლობაში ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა დაიწყება, რაც რეგიონში პირველი პრეცენდენტია. ეს იქნება საკმაოდ მაღალტექნოლოგიური წარმოება, საქართველო განამტკიცებს თავის პოზიციებს და გახდება მაღალტექნოლოგიური პროდუქციის ექსპორტიორი ევროპაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ნათია თურნავა ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხნის მშენებელ კომპანია „აი გრუპის“ და ჩინური კომპანია „ჩანგანის“ წარმომადგენლებს შეხვდა.

ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით ხელი მოეწერა სამ მემორანდუმს: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომპანია „აიგრუპს“, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და კომპანია „აი გრუპს“, აგრეთვე კომპანია „აი გრუპსა“ და ჩინურ კომპანია „ჩანგანს“ შორის. ღონისძიებას ასევე დაესწრო საქართველოში ჩინეთის ელჩი ძი იანჩი.

ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა ორი თვის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დააანონსა.

„ვასრულებთ ამ დანაპირებს, ხელი მოვაწერეთ რამდენიმე ხელშეკრულებას კომპანია „აი გრუპთან“ და მათ პარტნიორ კომპანია „ჩანგანთან“. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გადაწყვეტილებით ეს ქარხანა აშენდება ქუთაისში, რომელიც მდიდარია მანქანათმშენებლობის ტრადიციებით და ეს ტრადიცია ჩვენ უნდა ავაღორძინოთ, ამისთვის სახელმწიფო კომპანიას გადასცემს შესაბამის მიწას და მხარს დაუჭერს ქარხნის მშენებლობას“ - განაცხადა ნათია თურნავამ

კომპანია „აი გრუპი“ ქუთაისში 100 ჰა ფართობის ტერიტორიაზე 24 თვის ვადაში ელექტრომობილების მწარმოებელ საწარმოს ააშენებს. ქარხანაში თავდაპირველად დაახლოებით 300 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება, თუმცა, პროექტის განვითარებასთან ერთად კომპანია გეგმავს დასაქმებულთა რაოდენობა 1000-მდე გაზარდოს. საწარმოს ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში არანაკლებ 5000 ელექტრომობილი დამზადდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს ხაზი გაუსვა საქართველოში „მწვანე ეკონომიკის“ განვითარების მნიშვნელობას. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, მწვანე ეკონომიკის განვითარება მთავრობის გაცხადებული პოლიტიკური პრიორიტეტია, რაც სხვა საკითხებთან ერთად ქვეყანაში ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებასაც გულისხმობს, ამაში კი ახალი ქარხნის პროდუქცია თავის წვლილს შეიტანს.

ეკონომიკის მინისტრმა პროექტის ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადა ქარხნის ასაშენებლად საქართველოს შერჩევისთვის.

„რეგიონში სხვა ოფციებიც არსებობდა, მაგრამ მათთვის ქარხნის ასაშენებლად ყველაზე მიმზიდველი სწორედ საქართველოა. დიდი მადლობა „აი გრუპს“, რომ გვეხმარება მწვანე ეკონომიკის მშენებლობაში და ძალიან მალე ჩვენს ქალაქებში გამოჩნდება ახალი, ლამაზი, დახვეწილი, ქართული წარმოების ელექტრომობილები“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა