logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: ჩვენ დღეს აქ სწორედ ცოდნის გაზიარებისთვის შევიკრიბეთ, სადაც გამოფენაზე შეკრებილი მეწარმეები ერთმანეთს თავის წარმატების ისტორიებს უყვებიან
ნათია თურნავა: ჩვენ დღეს აქ სწორედ ცოდნის გაზიარებისთვის შევიკრიბეთ, სადაც გამოფენაზე შეკრებილი მეწარმეები ერთმანეთს თავის წარმატების ისტორიებს უყვებიან
14:54 26.05.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში მინისტრმა აღნიშნა, რომ 26 მაისი არის დღე, რომელიც მთელს საქართველოს აერთიანებს.

„ეს ჩვენი დღეა, რომელიც დაკავშირებულია დამოუკიდებლობასთან, წარმატებებთან, გამარჯვებასთან, ეროვნულ ღირსებასთან,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

„დღევანდელ დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მთელი საქართველოს მასშტაბით სამეწარმეო გამოფენებით ეგებება, სადაც ჩვენი პროგრამების არსებულ და პოტენციურ ბენეფიციარ მიკრო და მცირე მეწარმეებს საკუთარი პროდუქცია აქვთ გამოფენილი,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ 26 მაისს თბილისში რუსთაველის გამზირზე სამეწარმეო გამოფენის დათვალიერების შემდეგ.

მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროდუქციის გამოფენა და იმის წარმოჩინება, თუ როგორ მუშაობენ ჩვენი დახმარებით სამეწარმეო გამოფენების მონაწილეები, არამედ ისიც, აქ მეწარმეები ერთმანეთს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ.

„2019 წლის დამოუკიდებლობის დღე სწორედ ცოდნის გაზიარებასა და მის მნიშვნელობას ეძღვნება. ჩვენ დღეს აქ სწორედ ცოდნის გაზიარების ეგიდით ვართ შეკრებილი და გამოფენაზე შეკრებილი მეწარმეები ერთმანეთს თავისი წარმატების ისტორიების მოუყვებიან და თავის პრობლემებსაც გაუზიარებენ. ჩვენ მათ მოგვარებაში დავეხმარებით, რათა მათ პრობლემები ადვილად გადალახონ და განვითარდნენ,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა რუსთაველის გამზირზე ასევე დაათვალიერა სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და ბათუმის საზღვაო აკადემიის პავილიონი, სადაც საქართველოს საზღვაო ტრადიციებსა და გამოფენილ ქართველ მეზღვაურებზე იყო მოთხრობილი.

მინისტრმა ასევე მოინახულა საქართველოს ფოსტისა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოების პავილიონები მოინახულა. საქართველოს ფოსტა წარმოდგენილი იყო ინტერაქციულ ინსტალაციით „მარკებით მოთხრობილი ისტორია“, ამასთანავე დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ უსასყიდლოდ გაეგზავნათ საფოსტო ბარათები და მთელი საქართველოსთვის მიელოცათ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

რაც შეეხება ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს კუთხეს, მინისტრი ქართველ სტარტაპერებს გაესაუბრა და მათ პროდუქტებს გაეცნო.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა