logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე ლარის კურსზე: ეროვნული ბანკის რეზერვები არის ძალიან მასშტაბური და მყარი, ასე რომ, ეს არის ძალიან მოკლევადიანი ასახვა
მამუკა ბახტაძე ლარის კურსზე: ეროვნული ბანკის რეზერვები არის ძალიან მასშტაბური და მყარი, ასე რომ, ეს არის ძალიან მოკლევადიანი ასახვა
17:30 23.05.2019

პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ, მთავრობის სხდომის დაწყებამდე ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტების

კითხვებს უპასუხა.

ბახტაძე შეეხო ეკონომიკის საკითხებთსაც და აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკაზე მეზობელი ქვეყნების დიდი ეკონომიკა გავლენას ახდენს.

"მე ბუნებრივია მაქვს ანალიტიკური მონაცემები ლარის კურსთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს მცირე ზომის ეკონომიკა და ბუნებრივია ჩვენი მეზობელი დიდი ქვეყნები თავიანთი დიდი ეკონომიკით ახდენენ გავლენას ლარის კურსზე და ზოაგადად მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე საქართველოში" - აღნიშნა პრემიერმა.

ბახტაძის თქმით, ყველა ფაქტორი საქართველოში არის მდგრადი და ერთადერთი მიზეზი, ლარის გაუფასურების, უცხოური გავლენაა.

"ექსპორტის მაჩვენებელი არის ისტორიულ მაქსიმუმზე, ტურიზმის ციფრები არის ძალიან კარგი, მიმდინარობს ის აქტიური პროექტი, რასაც ჰქვია სავაჭრო დეფიციტის შემცირება. აქედან გამომდინარე ყველა ფუნდამეტური ფაქტორი არის ძალიან მდგრადი. მაგრამ, რა თქმა უნდა, იმ მოვლენებმა, რომლებსაც აქვს ადგილი თურქულ ეკონომიკაში, ბუნებრივია თავისი გავლენა იქოონია. თუმცა იმ ფაქტორებიდან გამომდინარე, რაც მე დაგისახელეთ, ამავე დროს იქიდან გამომდინარე, რომ ეროვნული ბანკის რეზერვები არის ძალიან მასშტაბური და მყარი, შეფასება არის ერთმნიშვნელოვანი, რომ ეს არის ძალიან მოკლევადიანი ასახვა" - განაცხადა პრემიერმა.

ბახტაძის თქმით, ასეთ საკითხებს სისტემური მიდგომა სჭირდება.

"ზოგადად ასეთ საკითხს უნდა ვუყუროთ სისტემური გადაწყვეტის პრიზმიდან. ჩვენი ეკონომიკა არუნდა იყოს ადვილად მოწყვლადი. საქართველო არსებობს იმ რეგიონში სადაც, ყოველთვის იქნება გარკვეული ტიპის რისკების ან მცირე შოკების საფრთხე. ჩვენ რომ ეს განვახორციელოთ, დავიწყეთ ლარიზაციის გეგმა, რომ რაც შეიძლება ნაკლებად იყოს დამოკიდებული საქართველოს მოქალაქე გაცვლით კურსზე. იყო საქართველოში პერიოდი, როცა დოლარიზაციის მაჩვენებლეი იყო უმაღლეს წეტილში, რაც უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგია" - აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, გრძელვადიანი პერსპექტივა დასახულია.

"აქედან გამომდინარე, ორიენტირება ექპორტზე, მომსახურების სექტორზე, ტურიზმზე, იმპორტის ჩანაცველაბაზე, და რაც მთავარია, ლარიზაციაზე არის ერთადერთი გარანტი გრძელვადიან პერსპექტიაში, იმისთის რომ საქართველო არ იყოს ასეთი მოწყვლადი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მეზობელი ქვეყნების ეკონომიკების გავლენაზე. ეს არის სწორედ მიზეზი, რატომაც ვცდილობთ ვიყოთ ორიენტირებულები ევროკავშირის ბზარზე და სხვა შორეულ ბაზრებზე, როგორიცაა ჩინეთი" - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ბახტაძის თქმით, დასკვა არის მარტივი, რომ ეს არის მოკლევადიანი ეფექტი.

პრემიერის განცხადებით, მოკლევადიანი პერსპექტივების დროს შეიძლება ადგილი ჰქონდეს არასწორ სპეკულაციას.

"თითოეულ ქვეყანას, თითოეულ მეზობელს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და მათ ეკონომიკაში არსებული სიტუაცია ახდენს გავლენას ჩვენს შიდა ეკონომიკაზე. მოკლე ვადაში შეიძლება ჰქონდეს ადგილი არასწორ სპეკულაციას ან არაჯანსაღ პროცესს და ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ეროვნული ბანკის ვალდებულება არის და ის იმოქმედებს იმ რეჟიმში, როგორც უნდა იმოქმედოს ეროვნულმა ბანკმა"- განაცხადა მთავრობის მეთაურმა ბრიფინგზე.

 


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა