logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტი „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ წარადგინეს
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტი „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ წარადგინეს
16:48 23.05.2019
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "დაზღვევის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" თანმდევ პროექტთა პაკეტთან ერთად, პირველი მოსმენით განსახილველად საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა წარადგინა.

მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტი ადგენს სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის შემდგომი საქმიანობის სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის მექანიზმებს, რაც ხელს შეუწყობს სადაზღვევო ბაზრის სტაბილურობას, უსაფრთხოებას, გაზრდის სექტორისადმი ნდობის ხარისხს და ამით დაიცავს მომხმარებელთა ფინანსურ ინტერესებს, ასევე სადაზღვევო სექტორის საქმიანობის გამჭვირვალობის კუთხით დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯს.

პროექტი განსაზღვრავს დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის მკაფიო ჩარჩოს, სისტემატიზაციაში მოჰყავს საშუამავლო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტები, განსაზღვრავს მკაფიო მოთხოვნებს სადაზღვევო ბროკერების მიმართ, მათ შორის სადაზღვევო ბროკერის ფინანსური სტაბილურობის ინსტრუმენტებს მინიმალური კაპიტალის/საგარანტიო ფონდის და პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის ქონის აუცილებლობის სახით, ადგენს სადაზღვევო ბროკერის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის მექანიზმებს, მათ შორის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აუდიტორული დასკვნის სამსახურისათვის წარდგენას და სანქცირებას ("დაზღვევის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში) სადაზღვევო ბროკერის მიერ კანონით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევებში.

"აღნიშნული კანონპროექტის შემოტანით, ჩვენ გვინდა, რომ სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის ფუნქცია გაძლიერდეს და ამაღლდეს და მაქსიმალურად მიუახლოვდეს საერთაშორისო სტანდარტებს. ერთმნიშვნელოვნად ცხადია, რომ კანონის ამოქმედება გააჯანსაღებს და გააძლიერებს საბროკერო ბაზარს და დარჩებიან კონკურენტუნარიანი და ძლიერი საბროკერო კომპანიები, რომელთა ქმედებების რისკი იქნება ბევრად ნაკლები", - განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.

კომიტეტმა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.

კომიტეტის წევრებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამსაქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი "სპეციალური დაბეგვრის რეჟიმის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის N415 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" შესათანხმებლად წარუდგინა.

მომხსენებლის განცხადებით, სოფლის ექიმები და ექთნები არიან საქართველოს რეგიონებში ჯანდაცვის პროგრამების განხორციელების მნიშვნელოვანი რგოლი, თუმცა, ამ ეტაპზე მათი მომსახურების შესყიდვა ხდება სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების ფარგლებში და შესაბამისად, ისინი არ ითვლებიან ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად. მისივე განმარტებით, პროექტით გათვალისწინებულია სოფლის ექიმის და ექთნის მიერ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეულ სამედიცინო საქმიანობას, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი ნორმების შესაბამისად, გამონაკლისის სახით მიენიჭება მიკრო-ბიზნესის სტატუსი და მათ მიერ მიღებულ ანაზღაურებაზე გავრცელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შეღავათები.

დღესვე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ 6 დოკუმენტზე იმსჯელა და მხარი დაუჭირა.

· "2011 წლის 1 მარტის "საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულების (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა)" N3 ცვლილების წერილი-შეთანხმება;

· "2013 წლის 19 დეკემბრის "საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 3)" N3 ცვლილების წერილი-შეთანხმება;

· "2015 წლის 5 თებერვლის "საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 4)" N3 ცვლილების წერილი-შეთანხმება;

· "2011 წლის 1 დეკემბრის "საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 2)" N5 ცვლილების წერილი-შეთანხმება;

· "2011 წლის 10 მაისის "საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 1)" N6 ცვლილების წერილი-შეთანხმება;

· "2015 წლის 26 ოქტომბრის "საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 5)" და "2015 წლის 26 ოქტომბრის "საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 5)" N2 ცვლილების წერილი-შეთანხმება;

· "2016 წლის 15 დეკემბრის "საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 6)" N1 ცვლილების წერილი-შეთანხმება;

მომხსენებლის, ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განმარტებით, წარმოდგენილი ხელშეკრულებები ეხება ვადის გადაწევას 2021 წლის 29 მარტამდე. მისივე განცხადებით, 2011 წელს აზიის განვითარების ბანკთან გაფორმებული ჩარჩო-ხელშეკრულება, საქართველოში წყლის სისტემისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის 500 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებდა, 7 მუნიციპალიტეტსა და დასახლებულ პუნქტზე იყო გათვლილი. აღნიშნული თანხის ფარგლებში წარმოქმნილი ეკონომიების ხარჯზე, შესაძლებელი გახდა აღნიშნული სამუშაოები დამატებით ქალაქებში განხორციელებულიყო და შესაბამისად, თავდაპირველად გათვალისწინებული ქალაქთა რაოდენობა თითქმის გაორმაგდა და 7 ქალაქს - აბაშა, ბაკურიანი, გუდაური, ჯვარი, ჭიათურა და ბოლნისი დაემატა.

დეპუტატებმა, ასევე განიხილეს და მხარი დაუჭირეს საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ დოკუმენტს "საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს შორის დაფინანსების შეთანხმებას (მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამა (DიMMA)".

დღესვე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებმა, საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიში მოისმინეს.

საკითხი სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა და დეპუტატებს 2019 წლის იანვარ-მარტის ძირითად ეკონომიკურ პარამეტრებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

მისი თქმით, დაგეგმილი ბიუჯეტის მაჩვენებლები პირველ კვარტალში ფაქტობრივად სრულადაა შესრულებული. პირველ კვარტალში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 4,7%, მაშინ როდესაც 2019 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია 4,5%-ის ზრდის ფარგლებში.

მომხსენებლის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2 807.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც ექსპორტი იყო 826.0 მლნ აშშ დოლარი, რაც 12.8%-ით მეტია ვიდრე გასული წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელი, ხოლო იმპორტის მაჩვენებელმა შეადგინა 1 981.3 მლნ აშშ დოლარი.

გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 578.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 5%-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.

მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში წმინდა ფულადი გზავნილები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 8.4 %-ით. მომხსენებლის განმარტებით 2019 წლის იანვარ-მარტის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 2 461 145.5 ათასი ლარით.

"საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 2 580 026.0 ათასი ლარი ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 104.8%", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ. მისივე ინფორმაციით, გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 2 298 400.0 ათასი ლარით. "საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 2 316 502.1 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 100.8%", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

მომხსენებლის ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები განისაზღვრა 13 090 000.0 ათასი ლარით.
მან ასევე ისაუბრა მხარჯავი დაწესებულებებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების დაგეგმილ მაჩვენებლებთან შესაბამისობისა და ათვისების მდგომარეობის შესახებ. მისი თქმით სამინისტროების მიერ შესრულების მაჩვენებელი მაღალია და ის თითქმის ყველგან 90%-ს აჭარბებს.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიში ცნობად მიიღო.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა