კრეატიული იდეების საერთაშორისო ფესტივალი თბილისში 24 მაისს
13:00 საათზე გაიმართება.
„Idea Fes“ თბილისის კრეატიულ ცენტრში ბრიტანეთის საბჭოს მიერ ინიცირებული პროგრამის ,,შემოქმედებითი ნაპერწალის’’ დასკვნითი ეტაპია. კრეატიული იდეების საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატიორები არიან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, Henley Business School-თან არსებული მეწარმეობის ცენტრი.
ფესტივალის ფარგლებში, კრეატიულ ინდუსტრიაში მოღვაწე 10 სტარტაპი საკუთარი ინოვაციური იდეებით ჟიურის წინაშე წარსდგებიან და Big Idea Challenge- ში მონაწილეობისთვის და 25,000 ფუნტის ოდენობის ჯილდოსთვის იბრძოლებენ. სტარტაპი, რომელსაც გამარჯვებულად გამოავლენს ჟიური, თბილისის კრეატიული ცენტრის მიერ 1000 ევროს ოდენობის პრიზით დაჯილდოვდება და მიეცემა უფლება მონაწილეობა მიიღოს Big Idea Challenge-ის საერთაშორისო კონკურსში, დიდ ბრიტანეთში.
თბილისის კრეატიული ცენტრი შესაძლებლობას აძლევს კრეატიულ ინდუსტრიებში მომუშავე პირებს, შექმნან სტარტაპები, მოიძიონ საერთაშორისო პარტნიორები, გაიუმჯობესონ ბიზნეს ინგლისურის ცოდნა, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მიერ გამართულ ვორკშოპებში, ასევე მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო კონკურსში და მოახდინონ საკუთარი სტარტაპების კომერციალიზაცია მსოფლიო ბაზარზე.

















