logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დუბლინისა და შენონის აეროპორტების ხელმძღვანელებს შეხვდა
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დუბლინისა და შენონის აეროპორტების ხელმძღვანელებს შეხვდა
10:39 23.05.2019
საქართველოს დელეგაცია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, აკაკი საღირაშვილის ხელმძღვანელობით,  ირლანდიაში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, შეხვედრები გაიმართა დუბლინისა და შენონის აეროპორტების ხელმძღვანელობასთან.

ქართული მხრიდან შეხვედრებში მონაწილეობდნენ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი, გიორგი ჩოგოვაძე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი,  ლევან კარანაძე და ირლანდიაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი, ეკა მრელაშვილი.

აკაკი საღირაშვილის განცხადებით, ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ირლანდიის გამოცდილების გაზიარება აეროპორტების კომერციული განვითარების, ახალი მარშრუტების და ავიაკომპანიების მოზიდვის კუთხით.

აღსანიშნავია, რომ თავისუფალი ეკონომიკური ზონის კონცეფცია „შენონის ჯგუფს“ ეკუთვნის და იგი გასული საუკუნის 50-იან წლებში იქნა შემუშავებული. შენონის აეროპორტი ასევე იყო პირველი პუნქტი, სადაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საკუთარი საზღვრებისგან მოშორებით, ირლანდიაში დაიწყო ქვეყანაში მიმავალი მგზავრების შემოწმება. ამგვარად, აშშ-ს საზღვარს კვეთს ირლანდიაში უკვე სათანადოდ შემოწმებული მგზავრი. შესაბამისად, ამ წარმატებული თანამშრომლობის გათვალისწინებით, “შენონის ჯგუფს“ გააჩნია შესაბამისი გამოცდილება, ექსპერტიზა და ცოდნა, რაც ძალზე საინტერესოა ქართული მხარისთვის, მით უფრო, როდესაც აღნიშნული „პრექლეარანსის მოდელი“ ევროპის მასშტაბით მხოლოდ ირლანდიაში ფუნქციონირებს.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს საიმიგრაციო/საბაჟო-გამშვები ზონა და ამერიკელი ექსპერტებისგან მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია, თუ როგორ ფუნქციონირებს ზემოთხსენებული მოდელი.

შეხვედრებზე აკაკი საღირაშვილმა და დელეგაციის წევრებმა ირლანდიის მხარეს გააცნეს საქართველოში არსებული მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, ქვეყნის წამყვანი რეიტინგები და ისაუბრეს საქართველოს სტრატეგიულად მნიშვნელოვან როლზე რეგიონში. მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა საქართველოს საავიაციო სფეროში მიმდინარე პროცესებზე, აეროპორტების განვითარების პოლიტიკასა და მგზავრთნაკადის მზარდ დინამიკაზე. როგორც აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სექტორში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ქვეყანაში ყოველწლიურად ტურისტების რაოდენობის რეკორდულ ზრდასთან ერთად, ქმნის მნიშვნელოვან საფუძველს, რომ საქართველოს ავიაბაზარზე შემოვიდნენ ახალი კომპანიები და დაინიშნოს ახალი პირდაპირი რეისები მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან.

სამინისტროსვე ცნობით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას. დუბლინის და შენონის აეროპორტების ხელმძღვანელებმა გამოხატეს საკითხის საფუძვლიანად შესწავლისა და საქართველოს აეროპორტების კომერციული განვითარების მიზნით კონკრეტული პროექტების შესაძლო შემუშავების ინტერესი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა