logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას რომელთაც მოსავალი დაზღვეული ჰქონდათ ზარალი აუნაზღაურდებათ
სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას რომელთაც მოსავალი დაზღვეული ჰქონდათ ზარალი აუნაზღაურდებათ
15:16 22.05.2019
აგროდაზღვევის პროგრამით, რომელიც მიმდინარე წლის აპრილის თვეში დაიწყო, საქართველოს მაშტაბით გაცემულია 6548 პოლისი, საიდანაც უდიდესი ნაწილი მოდის კახეთზე 4930 პოლისი. 19 და 20 მაისს ყვარლის და გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარ სტიქიური მოვლენების შედეგად დაფიქსირდა 1088 შეტყობინება. აგროდაზღვევის პროექტში ჩართულმა სხვადასხვა სადაზღვეო კომპანიებმა მყისიერად მოახდინეს შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება, ჯგუფები უკვე ადგილზე მუშაობენ და ინტენსიურად მიმდიანრეობს ზარალის დათვლა.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში 2019 წელს ჩართულია 8 კომპანია. სურვილის შემთხვევაში აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართვა შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე ლიცენზირებულ ყველა სადაზღვევო კომპანიას.

აგროდაზღვევის პროექტში 2019 წლიდან, წინა წლების მსგავსად თანამონაწილეობა სადაზღვევო პოლისზე სახელმწიფოს მხრიდან ყველა კულტურაზე 70%, ხოლო ვაზზე 50% აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში არაუმეტეს 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ასევე ნებისმიერ ბენეფიციარს რომელიც ფლობს მაგალითად 30 ჰექტარს ან 100 ჰექტარს შეუძლიათ 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთის დაზღვევისას მიიღონ სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება.

აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში სადაზღვევო პოლისი დაფარავს შემდეგ სადაზღვევო რისკებს: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა (ციტრუსოვანი კულტურებისთვის)
წლიდან წლამდე პროექტი ცვლილებებს განიცდის და იხვეწება საერთაშორისო სტანდარტის გათვალისწინებით. 2018 წელს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამაში შევიდა ცვლილებება, რომლის თანახმად, დაზღვევას დაექვემდებარება მხოლოდ ისეთ მიწის ნაკვეთზე მოყვანილი მოსავალი, რომელიც დარეგისტრირებულია სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. აღნიშნული ცვლილება იმოქმედებს 2019 წელსაც.
მოცდის პერიოდი და სადაზღვევო პოლისის გაცემის თარიღიდან 4-დღის ვადითაა განსაზღვრული.
აგროდაზღვევის ახალი პროგრამისთვის, ბიუჯეტიდან წელს 8 მილიონი ლარი გამოიყო.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წელს დაიწყო და უკვე 5 წელია მიმდინარეობს. პროექტის მიზანი აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნება და რისკების (სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა) შემცირებაა.

2014- 2018 წლებში აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში:

• გაცემულია 81,453 პოლისი
• დაზღვეული ფართობი შეადგენს 71,413 ჰა
• ჯამში დაიზღვა 551,366,395 ლარის მოსავალი
• ფერმერების მიერ დაზღვევის მომსახურებაში გადასახდელი თანხიდან სახელმწიფომ 33,854,463 ლარის სუბსიდირება მოახდინა.

4 წლის განმავლობაში ანაზღაურებულმა ზარალმა 35,304,952.65 მლნ. ლარი შეადგინა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა