ტექნოპარკში,საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე თანადაფინანსების
ახალი, 650 000-ლარიანი გრანტების პროგრამის გახსნის ღონისძიებას დაესწრება, რომელიც ინოვაციურიპროექტების დაფინანსებას ითვალისწინებს.
პროგრამის მეშვეობით ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი საკუთარი ინოვაცია განავითარონ და წარადგინონ მსოფლიოს დონეზე,მოახდენენ ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე.
თანადაფინანსების ინოვაციური გრანტების პროგრამას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს.
ღონისძიება 19:00 საათზე გაიმართება.

















