logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანდაფინანსების პროგრამაში პრიორიტეტი მიენიჭება ყველას, ვისაც მოთხოვნა პირველ ეტაპზე არ დაუკმაყოფილდა
სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანდაფინანსების პროგრამაში პრიორიტეტი მიენიჭება ყველას, ვისაც მოთხოვნა პირველ ეტაპზე არ დაუკმაყოფილდა
15:02 21.05.2019
სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანდაფინანსების პროგრამის მონაწილე ყველა ბენეფიციარს რომელმაც შემოიტანა განაცხადი და პირველ ეტაპზე ვერ დაუკმაყოფილდა, პროგრამის მეორე ეტაპზე პრიორიტეტი მიენიჭება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა ხორციელდება. პროგრამის მიზანი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესასყიდად საჭირო ფინანსებზე სახელმწიფოს მიერ თანადაფინანსების გზით ხელმისაწვდომობის გაზრდაა. პროგრამას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს და მისი პირველი ეტაპი დასრულდა.

პროგრამის ფარგლებში, ერთ ბენეფიციარზე სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 150,000 ლარის შეადგენს.
პროგრამაში ჩართვა შეეძლო საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს ან კანონის შესაბამისად რეგისტრირებულ კომერციულ იურიდიულ პირს, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, რომელშიც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას.

პროგრამა საპილოტეა. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განცხადებების მიღება დაიწყო 28 მარტს და 5 აპრილს დასრულდა.

პროგრამის პირველი ეტაპის მონაცემებით: 104 ბენეფიციარმა მიიღო სახლემწიფოსგან თანდაფინანსება, გრანტის ოდენობამ კი 6,854,214.19 ლარი შეადგინა. 178 ბენეფიციარის განაცხადი არასრული დოკუმენტაციის ან/და ხარვეზიანი დოკუმენტაციის გამო უარყოფილია, ხოლო 399 ბენეფიციარი არის მომლოდინე რიგში, რომლებმაც პროგრამის პირველ ეტაპზე ვერ მიიღეს დახმარება.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ პროგრამის მეორე ეტაპის დაწყებისას პირველ რიგში გათვალისწინებული იქნება იმ ბენეფიციარების განაცხადები რომლებიც დარეგისტრირდნენ პირველ ეტაპზე, პროგრამით გათვალისწინებული ყველა პირობა დააკმაყოფილეს და ვერ მიიღეს პროგრამაში მონაწილეობა.

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვის თანადაფინანსების პროგრამა ხორციელდება „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა