logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: ბიზნეს სერვისების გაციფრულება ინვესტორებს გადაწყვეტილებების მიღებას გაუადვილებს
ნათია თურნავა: ბიზნეს სერვისების გაციფრულება ინვესტორებს გადაწყვეტილებების მიღებას გაუადვილებს
10:42 18.05.2019
"ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ერთი მხრივ, ვართ საინვესტიციო პოლიტიკის შემმუშავებლები და კოორდინატორები, მეორე მხრივ კი, სერვისების მიმწოდებლები ბიზნესისთვის. ამ მხრივ, ეკონომიკის სამინისტროს საკმაოდ დიდი როლი აქვს. არსებობს 600-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის სერვისი, რომელსაც ჩვენ, ჩვენი სსიპ-ები და საწარმოები აწვდიან ბიზნესებს," - განაცხადა - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია პალიტრანიუსის გადაცემა "360 გრადუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ბიზნეს სახლის პროექტზე, რომლის ცალკეული სერვისების ამოქმედების ვადები დაზუსტდა და დროში გაიწერა, რათა მომხმარებელმა, რაც შეიძლება მალე შეძლოს საჭირო სერვისის ელექტრონული ფორმით მიღება. ნათია თურნავას განცხადებით, აუცილებელია, რომ ყველა გადაწყვეტილება დადგენილ ვადაში იქნას მიღებული. მისი თქმით, თუ რომელიმე უწყება, იქნება ეს თვითმმართველობა, თუ ცენტრალური უწყება, განაცხადზე პასუხს დადგენილ ვადაში არ გაცემს, მომხმარებელი ავტომატურად თანხმობას მიიღებს.

"ასეთი მარტივი მექანიზმი იქნება როგორც პრივატიზაციის, ასევე უფლებათა რეგისტრაციის და სხვა შემთხვევებშიც. იგივე მიდგომა იქნება წიაღისეულთან დაკავშირებითაც," - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, სანამ ბიზნეს სახლი აშენდება, მანამდე ამოქმედდება ბიზნეს სახლის ე.წ. ციფრული სივრცე, სადაც მოქალაქე სახლიდან ან თუნდაც ნებისმიერი ბანკის ფილიალიდან საკუთარი განაცხადის მოძრაობას გადაამოწმებს და შეძლებს მისთვის საჭირო ინფორმაციის მიღებას. მით უფრო, რომ ასეთი ანალოგიები ჩვენ უკვე გვაქვს.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად მიმდინარეობს სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს მონაცემთა გაციფრულება, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს მომხმარებელთან ურთიერთობას. მისი თქმით, მონაცემთა გაციფრულების პროცესი უკვე მიმდინარეობს წიაღის ეროვნულ სააგენტოშიც. "პირველი ეტაპი გეოლოგიური ფონდების გახსნა იყო, რომელიც უკვე ციფრულ ფორმატშია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია, გაეცნოს მათ. ამის შემდეგ შესაძლებელი გახდება უკვე ლიცენზიების გაციფრულება. ყველა შეძლებს, დაინახოს ინფორმაცია საბადოებისა და ლიცენზიების შესახებ. ყოველივე ინვესტორებს გადაწყვეტილებების მიღებას გაუადვილებს," - განაცხადა ნათია თურნავამ.

"ეს არის ჩემი გამოწვევა, დავალება და ამას აუცილებლად გავაკეთებ," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა