logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გენადი არველაძემ საქართველო - ლიბანის ბიზნესფორუმში  მიიღო მონაწილეობა
გენადი არველაძემ საქართველო - ლიბანის ბიზნესფორუმში მიიღო მონაწილეობა
19:06 17.05.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ, საქართველო - ლიბანის ბიზნესფორუმი გახსნა, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქართველო-ლიბანის სავაჭრო პალატის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს 40-მდე ლიბანური კომპანია ეწვია. მათ შორის არიან ტურიზმის, უძრავი ქონების, საფინანსო სექტორის, ასევე სამომხმარებლო საქონლის მწარმოებელი სექტორის წარმომადგენლები. ფორუმზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი.

მისასალმებელ სიტყვაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებსა და ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე გაამახვილა ყურადღება.

გენადი არველაძის განცხადებით, საქართველო მე-6 ქვეყანაა მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგით და მესამე - საგადასახადო ტვირთის სიმძიმით, რაც საქართველოს აქცევს გამორჩეულად მიმზიდველ ქვეყნად საერთაშორისო ინვესტიციებისთვის. მან ასევე ხაზი გაუსვა ქვეყნის ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობას, რომელიც უმოკლესი სატრანსპორტო დერეფანია ევროპასა და აზიას შორის.

"ჩვენ ინვესტორებს ვთავაზობთ სტაბილურობას და მდგრად ეკონომიკურ ზრდას, რაც არსებითი ფაქტორებია ქვეყნის რეგიონალური ჰაბად გადაქცევისთვის ბიზნესის კეთების თვალსაზრისით. საქართველოში ხორციელდება მნიშვნელოვანი რეგიონალური ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტები. აქედან გამომდინარე, ყველა ეს შესაძლებლობა შეიძლება გახდეს საქართველო-ლიბანის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაძლიერების საწინდარი", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

გენადი არველაძემ ლიბანურ მხარეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების უფრო მეტად გაღრმავების მიზნით სავაჭრო მისიების, ბიზნესფორუმებისა და ბაზრობების მოწყობა შესთავაზა.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ლიბანის მხარის ინიციატივით შექმნილ საქართველო - ლიბანის პალატაზე. მისი თქმით, აღნიშნული გაერთიანება ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის კომპანიების თანამშრომლობას, ინვესტიციების გაზრდისა და ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირების გაღრმავებას. "ჩვენ უნდა შევისწავლოთ შესაძლებლობები და სექტორები, სადაც ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება შეგვეძლება", - განაცხადა გენადი არველაძემ.

ლიბანის ოფიციალურ დელეგაციას ხელმძღვანელობდა ლიბანის ტურიზმის მინისტრი, ასევე ლიბანის არარეზიდენტი ელჩი და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები. ღონისძიების დასკვნით ნაწილში, ლიბანურ და ქართულ კომპანიებს შორის, ორმხრივი შეხვედრები გაიმართა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა