logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
 საქართველოს ბანკმა თანამშრომლებისთვის Facebook–ის საკომუნიკაციო პლატფორმა Workplace-ი შეიძინა
საქართველოს ბანკმა თანამშრომლებისთვის Facebook–ის საკომუნიკაციო პლატფორმა Workplace-ი შეიძინა
16:09 17.05.2019
საქართველოს ბანკმა თანამშრომლებისთვის ყველაზე პოპულარული სოციალური მედიის Facebook-ის ბიზნეს საკომუნიკაციო პლატფორმა, Workplace-ი შეიძინა და დანერგა.

დღეიდან მთელი ბანკის მასშტაბით ამოქმედდა თანამედროვე და მრავალფეროვანი ფუნქციონალის მქონე საკომუნიკაციო პლატფორმა. დინამიური საკომუნიკაციო არხი ქმნის თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოს, სადაც ოპერატიულად, თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით, ბანკის თანამშრომლები ორგანიზაციის შიგნით არსებული ინფორმაციის გაცვლას, სხვადასხვა აქტივობებში ჩართვასა და უკუკავშირის მიღებას შეძლებენ. საქართველოს ბანკის Workplace-ი ინტერაქციული და ადაპტირებული სისტემაა, რომელიც ხელს უწყობს თანამშრომელთა მოტივაციის ზრდას, მათ სამომავლო განვითარებას. საქართველოს ბანკის Workplace-ი საერთო ინტერესების ჯგუფების შექმნის შესაძლებლობას იძლევა.

“ნიუსფიდი” კი, რომელიც facebook-ის მსგავსი ტრადიციული კედელია, თანამშრომლებს პლატფორმის სქროლვისას ამ თემატურ ჯგუფებში ატვირთული სიახლეების ოპერატიულად გაცნობაში ეხმარება. Workplace მყისიერი ჩატი, “ლაივ-ვიდეო”, კითხვა-პასუხის სესიები, ივენთები, კოლეგების მარტივად მოძიებისა და მათთან ეფექტური კოლაბორაციის შესაძლებლობას იძლევა. თანამშრომელთა ინტერესზე მორგებული პლატფორმით სარგებლობა არასამუშაო საათებში, საკუთარი მობილური ტელეფონებით არის შესაძლებელი. აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც Android, ისე iOS სისტემებზე.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკი არის ერთერთი პირველი ქართული კომპანია, რომელიც თანამშრომლებისთვის Facebook-ის ინოვაციურ შიდა პლატფორმას გამჭვირვალობის, ღიაობის, ნაკლები ბიუროკრატისა და მეტი ეფექტურობის მიზნით ნერგავს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის 7000 თანამშრომელი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობს დააკმაყოფილოს მომხმარებლის ინტერესები, საჭიროებები.

პლატფორმის დანერგვის მიზანია, საქართველოს ბანკის თითოეულ წევრს შეუქმნას ახალი სამუშაო სივრცე, რომელიც საერთო ინტერესების მქონე კოლეგების აღმოჩენის, მათთან კოლაბორაციის შესაძლებლობას იძლევა. Workplace არის ძალიან კარგი პლატფორმა თანამშრომლებთან ერთად სამუშაო დღის გუნდურად დაგეგმვისა და ყველა იმ სიახლისა თუ საინტერესო აქტივობის გაზიარებისთვის, რაც კომპანიის შიგნით თუ მის გარეთ ხდება. Workplace ჩვენს თითოეულ თანამშრომელს მისცემს შესაძლებლობას, ჰქონდეთ აქტიური, უშუალo, ღია კომუნიკაცია არამხოლოდ ერთმანეთთან, არამედ დირექტორატთან“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

ინფორმაციისთვის, Workplace-ის ინტერფეისი და ფუნქციონალი არის მსოფლიოში ცნობილი სოციალური ქსელის Facebook-ის ანალოგი. თავად ფეისბუკი Workplace-ის პირველად ვერსიას 2011 წლიდან იყენებდა, თუმცა, ოფიციალური ვერსია 2016 წელს შეიქმნა. დღესდღეობით Workplace-ს 85 000 ორგანიზაციის 10 მილიონამდე ადამიანი იყენებს, მათ შორის ისეთი კომპანიები, როგორებიცაა: Walmart, Spotify, Starbucks, Heineken, Chevron, Booking, Oxfam, YES Bank.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა