კომუნალური გადასახადები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ყოველი თვის
თითქმის ერთსა და იმავე პერიოდში, როგორც წესი, მუდამ ვიხდით ელექტრო ენერგიის, წყლის, დასუფთავებისა და ბუნებრივი აირის გადასახადებს.
კომუნალური დავალიანების გადახდა ონლაინ
იმისათვის კი, რომ ეს, ფაქტობრივად, „გეგმიური“ გადასახადი არ გამოგვეპაროს და ბანკში უსასრულო რიგებსა და გარე გადახდის აპარატებთან ტექნიკურ ხარვეზებსაც გადავურჩეთ, სრულიად სწრაფი, მარტივი და უსაფრთხო საშუალება არსებობს: ონლაინ გადახდა.
როგორ გადავიხადოთ კომუნალურები ონლაინ?
ამ კითხვაზე მარტივი პასუხია: TBC Pay!
თიბისი ფეის პლატფორმაზე ერთადაა თავმოყრილი ორმოცამდე კომუნალური მომსახურება სხვადასხვა რეგიონისა თუ სამშენებლო კომპანიის მიხედვით.
თიბისი ფეიდან გადახდა ნებისმიერ ინტერნეტმომხმარებელს შეუძლია, ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე, მხოლოდ აბონენტის ნომრით, თუმცა, რეგისტრაციის შემთხვევაში, დამატებით უპირატესობებს მიიღებთ, მათ შორის, ელექტრონულ საფულეს, საიდანაც გადახდა კიდევ უფრო მარტივია და თანაც იხდით ბარათის მომსახურების საკომისიოს გარეშე.
რატომ უნდა დავრეგისტრირდე TBC Pay-ზე?
თიბისი ფეიზე რეგისტრაციას ზუსტად 1 წუთი სჭირდება. ეს პროცესი კი მართლაც უსაფრთხოა და არც ისე ბევრ ინფორმაციას მოითხოვს ახალი მომხმარებლისგან.
თქვენ, უბრალოდ, შეგყავთ თქვენი მობილურის ნომერი და ირჩევთ თქვენთვის სასურველ, პაროლს, ან რეგისტრირდებით პირდაპირ თქვენი Facebook-ის ანგარიშით. დადასტურების კოდს კი თქვენს მობილურის ნომერზე მიიღებთ.
რეგისტრაციის შემდეგ პირადი გვერდის მართვა
TBC Pay-ზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ თქვენთვის იქმნება სამომხმარებლო პანელი, სადაც შეგიძლიათ შეამოწმოთ კომუნალური გადახდების ისტორია, შექმნათ შაბლონები, შეივსოთ ელექტრონული საფულე, ანუ სურვილისამებრ მართოთ თქვენი ანგარიში.
ფაქტობრივად, თიბისი ფეი, თქვენი „პირადი ბანკირია“ რომელიც გეხმარებათ კომუნალური გადასახადების დაფარვაში:
ასე, მაგალითად, ვირჩევთ სასურველ მომსახურებას და ვამატებთ შაბლონებში:
• შეგვყავს კომპანიის ან სერვისის დასახელება, მაგალითად, თელასი;
• ვამატებთ ჩვენს სააბონენტო ნომერს;
• ვიგებთ რამდენი გვაქვს დავალიანება.
თუ შეხსენება გჭირდებათ, როდის რა უნდა გადაიხადოთ, დავალიანების შესახებ ავტომატური შეტყობინებების გამოგზავნის ოფციითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ.
რატომ TBC Pay?
თანამედროვე სამყაროში, ჩვენ გვსურს, რაც შეიძლება რაციონალურად ვმართოთ საკუთარი ფინანსები და კომუნალური დავალიანებების დასაფარად მარტივ, მაგრამ უსაფრთხო მეთოდს მივმართოთ.
თიბისი ფეის კი ყველა ეს უპირატესობა აქვს:
• გადახდა მარტივია, სწრაფი და უსაფრთხო;
• იხდით როგორც საბანკო ბარათით, ასევე ელექტრონული საფულიდან;
• თქვენი ფინანსები მუდამ თქვენს ხელშია: ზუსტად იცით რას რაში ხარჯავთ;
• თქვენი საბანკო მონაცემები კი სრულიად დაცულია.