logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
შოთა გულბანი: დასაქმების შემცირების პროცესი შეუქცევადია, რაც ძალიან კარგია
შოთა გულბანი: დასაქმების შემცირების პროცესი შეუქცევადია, რაც ძალიან კარგია
12:05 17.05.2019
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, შოთა გულბანმა, კომენტარი გააკეთა "საქსტატის" მიერ გამოქვეყნებულ დასაქმებისა და უმუშევრობის 2018 წლის დაზუსტებულ მაჩვენებლებზე.

მისი თქმით, მისასალმებელია, რომ უმუშევრობის დონე 12,7 პროცენტამდე შემცირდა, თუმცა ეს არ არის საკმარისი, რადგან დასაქმება კვლავ ნომერ პირველ პრობლემად რჩება საქართველოში.

"მიუხედავად ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო წლებში შემცირების ტენდენცია შეუქცევადია. 2012-18 წლებში უმუშევრობის დონე ყოველ წელს ეტაპობრივად მცირდება და ეს არის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები. გარდა ამისა 2018 წლის უმუშევრობის დონე ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ნიშნულია", - განაცხადა შოთა გულბანმა.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, საგულისხმოა, რომ 2018 წლის მონაცემებით დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა აღემატება თვითდასაქმებულთა რაოდენობას და დაქირავებით დასაქმებულთა წილმა მთლიან დასაქმებაში 50.8 პროცენტი შეადგინა. 2018 წელს პირველად დაფიქსირდა, რომ დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა აჭარბებს თვითდასაქმებულთა რაოდენობას.

შოთა გულბანმა აღნიშნა, რომ დასაქმება იზრდება ეკონომიკის პროდუქტიულ სექტორებში და ფიქსირდება თვითდასაქმებულთა გადასვლა დაქირავებით დასაქმებულთა კატეგორიაში.
შოთა გულბანმა დადებითად შეაფასა თვითდასაქმებულთა რაოდენობის კლების მაჩვენებელი და განაცხადა, რომ თვითდასაქმებულთა დიდი ხვედრითი წილი დასაქმებულთა მთლიან მაჩვენებელში ყოველთვის იყო პრობლემა, გამომდინარე იქიდან, რომ დასაქმებულთა ეს კატეგორია ძირითადად სოფლის მეურნეობაშია ჩართული, რომელიც არ გამოირჩევა მაღალპროდუქტიულობით, მასზე მშპ-ს დაახლოებით 8% მოდის.

"ბოლო მონაცემებით ვხედავთ, რომ 10,4%-ით შემცირდა ამ სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა, ეს კი სწორ პოლიტიკაზე მეტყველებს, რომელიც ტარდება სოფლის მეურნეობის დარგში", - განაცხადა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა