logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნიკოლოზ ალავიძემ ინოვაციების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაზრდის (IICI) პროექტის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა
ნიკოლოზ ალავიძემ ინოვაციების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაზრდის (IICI) პროექტის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა
14:26 16.05.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძემ ინოვაციების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაზრდის (IICI) პროექტის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა. რომელსაც ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო განახორციელებს.

მისასალმებელ სიტყვაში ნიკოლოზ ალავიძემ მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკსა და ევროკავშირს პროექტისა და საქართველოში ინოვაციების ინსტიტუციური შესაძლებლობების ზრდის მხარდაჭერისთვის. „ჩვენ გვჭირდება მეტი ინიციატივა, რომელიც საქართველოში ხელს შეუწყობს ინოვაციური ეკოსისტემის ჩამოყალიბებას, წაახალისებს ინოვაციურ კომპანიებსა და მკვლევარებს, რათა მათ შეძლონ საკუთარი ტექნოლოგიური იდეებისა და პროექტების მონეტიზება და შემდგომში მათი რეალიზება კომერციულად მომგებიან პროდუქტებში. ამდენად, აღნიშნული პროექტის განხორციელება დადებითად აისახება ეკონომიკის ზრდის პროცესზე“, - განაცხადა ნიკოლოზ ალავიძემ.

"მსოფლიო ბანკი კვლავაც განაგრძობს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერას, რადგან ის თავად გარდაიქმნა სტარტაპერი სააგენტოდან განვითარებულ სტრუქტურად, რომელიც ახდენს საქართველოს ინოვაციებისა და მეწარმეობის პოლიტიკისა და პრაქტიკის კოორდინირებას. ევროკავშირის მხარდაჭერითა და მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარებით განხორციელებული პროექტი საშუალებას მისცემს GITA-ს, გადადგას შემდგომი ნაბიჯები ინსტიტუციური შესაძლებლობებისა და ეფექტურობის გაზრდისკენ, ტექნოლოგიური ცვლილებისკენ და ინოვაციური, ადრეულ ეტაპზე მყოფი კომპანიების ინვესტირების შესაძლებლობების გაუმჯობესებისკენ." - განაცხადა მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა მერსი ტემბონმა.

"ინოვაცია ზრდის მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობას და ქმნის სამუშაო ადგილებს - ეს არის, ასე ვთქვათ, "ხელსაყრელი ბიზნესგარემო". ინოვაციების პოლიტიკა წარმოადგენს ევროკავშირის 2020 წლის სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით. შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების მიზნით GITA-ს მხარდაჭერა სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის მიერ საქართველოში ბიზნესის განვითარების მხარდაჭერის ვალდებულებასთან," - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის კოორდინატორმა, სტიგ კელდსენმა.

ინოვაციის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაზრდის (IICI) პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის შედეგად მოსალოდნელია - უფრო მეტი მცირე და საშუალო საწარმოსა და ინოვაციური კომპანიის გამარტივებული მხარდაჭერა და დაფინანსება, მეწარმეებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისადმი უფრო მეტად თანმიმდევრული მიდგომა და საერთო ინოვაციური ეკონომიკური აქტივობის ზრდა.

ინოვაციის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაზრდის (IICI) პროექტი ფინანსდება ევროკავშირის მიერ 2.7 მილიონი ევროს ოდენობით გამოყოფილი თანხით და ხორციელდება მსოფლიო ბანკის მიერ. პროექტის მიზანია: ა) გაზარდოს GITA- ს შესაძლებლობები და განახორციელოს ინოვაციისა და მეწარმეობის პოლიტიკა და პროგრამები საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიებითა და შედეგებით; ბ) მოახდინოს საქართველოში საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კერძო სექტორს შორის ტექნოლოგიური ინოვაციების შესაძლებლობის ტესტირება და დემონსტრირება; გ) გააუმჯობესოს ინოვაციური სტარტაპების ინვესტირების და ადრეულ ეტაპზე მყოფი კომპანიების დაფინანსების შესაძლებლობები.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა