logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ბათუმში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) საკომიტეტო სხდომები ტარდება
ბათუმში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) საკომიტეტო სხდომები ტარდება
12:55 15.05.2019
ბათუმი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის 53-ე და ეკონომიკურ სავაჭრო ტექნოლოგიურ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის 52-ე სხდომებს მასპინძლობს.


საერთაშორისო ღონისძიება საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელის, საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პრეზიდენტის, ოთარ დანელიას მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა, რომელმაც შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის სახელით მიმართა.


„ქალაქ ბათუმში ტრადიციად ჩამოყალიბდა მაღალი დონის შეხვედრების გამართვა. მოხარული ვარ, რომ წელს საქართველო ასამბლეის ორი კომიტეტის სხდომას მასპინძლობს და კომიტეტების დღის წესრიგის ფარგლებში განვიხილავთ ჩვენი ქვეყნებისთვის ორ საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებს“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.


საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პრეზიდენტი მისასალმებელ სიტყვაში კომიტეტების სხდომაზე განსახილველ საკითხების მნიშვნელობას შეეხო და სახალხო დამცველის ინსტიტუტის როლზე და მწვანე ეკონომიკის განვითარების საკითხებზე ისაუბრა.

„მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველოს ახალ კონსტიტუციაში გაჩნდა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც საქართველოს სახალხო დამცველი ზედამხედველობს საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვას და ის პარლამენტის მიერ აირჩევა 6 წლის ვადით. ომბუდსმენის ინსტიტუტი უმნიშვნელოვანესი მექანიზმია საჯარო მმართველობის გასაუმჯობესებლად. ამ თვალსაზრისით, ის უზრუნველყოფს სახელმწიფოს ანგარიშვალდებულებას თავისი მოსახლეობის წინაშე და აგრეთვე, სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის საჯაროობას“, - აღნიშნა საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა.


ოთარ დანელია მდგრადი განვითარების კუთხით მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობის მიმართულებებსაც შეეხო და ამ მიზნით განხორციელებული აქტივობები გამოყო. „მისასალმებელია ის ფაქტი, რომ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა აქტიურად მუშაობს ამ საკითხებზე და მიღებული აქვს არაერთი რეკომენდაცია გარემოს დაცვისა და წყლის რესურსების კონსერვაციის საკითხებზე. მნიშვნელოვანია, რომ უფრო აქტიურად მოხდეს ზემოაღნიშნული საკითხების განხილვა და კიდევ მეტად განვითარდეს ამ მიმართულებით რეგიონული თანამშრომლობა. ვფიქრობ, რომ დღევანდელი ჩვენი შეკრებაც სწორედ ამის დამადასტურებელია“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.



ღონისძიების მონაწილეებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაური, თორნიკე რიჟვაძე მიესალმა და საერთაშორისო საპარლამენტო შეხვედრის ბათუმში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ბათუმისთვის დიდი პატივია მსგავსი ფორმატის შეხვედრების მასპინძლობა, რაც ქალაქის ცნობადობას და პოპულარობას კიდევ უფრო ზრდის. მთავრობის მეთაურმა აჭარაში მიმდინარე ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელებული აქტივობები შავი ზღვის რეგიონის ეკონომიკურ სტაბილურობას უწყობს ხელს.



ღონისძიების გახსნით ნაწილში კომიტეტების წევრებს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა, ასაფ ჰაჯიევმა, სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ, თამარ გვარამაძემ და კომიტეტის ხელმძღვანელებმა მიმართეს, რომლებმაც საქართველოს პარლამენტს და შეხვედრის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადეს.



შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების სხდომებს საქართველოს პარლამენტიდან დელეგაციის ხელმძღვანელი, ოთარ დანელია და დელეგაციის წევრები: ზაზა გაბუნია და რამაზ ნიკოლაიშვილი ესწრებიან.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა