logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართულ ფერმერებს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ
აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართულ ფერმერებს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ
11:10 15.05.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონების გუბერნატორებს, საქართველოს სადაზღვევო და საბანკო ასოციაციების თავმჯდომარეებს შეხვდა.

შეხვედრაზე მიმდინარე წლის მაისში, კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში მომხდარისტიქიურიმოვლენებისშედეგები განიხილეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აგროდაზღვევის პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სტიქიით მიყენებული ზარალის მინიმუმადე შემცირებისათვის, აღნიშნული პროგრამა ფერმერებისთვის უალტერნატივოა.
„აგროსექტორის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მაქსიმალურად ბევრი ფერმერი ჩაერთოს აგროდაზღვევის პროგრამაში, რომლის მიზანი ფერმერებისთვის რისკების შემცირება და შემოსავლის შენარჩუნებაა. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ პროგრამის დახვეწისა და მასშტაბის ზრდის მიმართულებით. სტიქიის შედეგად დაზარალებული ფერმერების დახმარების მიზნით, სამინისტრო მზად არის აქტიურად ჩაერთოს აგროდაზღვევის პროგრამის ბენეფიციარებსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფაში“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრაზე საბანკო და სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს, სტიქიის შედეგად დაზარალებული თითოეული ფერმერის შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილონ.

მიმდინარე წლის მაისში, კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში მომხდარი სტიქიური მოვლენების შემდეგ, სადაზღვევო კომპანიებს აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართულმა 169-მა ბენეფიციარმა (150-მა კახეთის რეგიონიდან, 19-მა- გორის მუნიციპალიტეტიდან) მიმართა.სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები, მიყენებული ზარალის დათვლის მიზნით, სტიქიის ზონებში უკვე მუშაობენ.

სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს აგროსექტორში სადაზღვევო კუთხით არსებულ გამოწვევებზე, ფერმერთა საჭიროებების გათვალისწინებით აგროდაზღვევის პროგრამაშიახალი კომპონენტების დამატების საკითხებზე.

საბანკო და სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
2019 წელს, აგროდაზღვევის პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონილარიგამოიყო. დღეის მონაცემებით,საქართველოს მასშტაბით, პროგრამის ფარგლებში გაცემულია 4 217 პოლისი, საიდანაც 3,381 პოლისი კახეთის რეგიონში გაიცა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა