logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
ნათია თურნავა „რუსთავის ფოლადისა“ და „ჯეოსტილის“ საწარმოო პროცესს გაეცნო
ნათია თურნავა „რუსთავის ფოლადისა“ და „ჯეოსტილის“ საწარმოო პროცესს გაეცნო
14:16 14.05.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა რუსთავში მსხვილ მეტალურგიულ საწარმოებს - „რუსთავის ფოლადსა“ და „ჯეოსთილს“ ეწვია და მათ საწარმოო პროცესს გაეცნო.

ორივე საწარმოში 2500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, ხოლო აღნიშნული მეტალურგიული საწარმოების მიერ წარმოებული პროდუქციის დიდი ნაწილი ექსპორტზე გადის. ამჟამად საწარმოებში ტექნოლოგიური გადაიარაღება მიმდინარეობს, მათ შორის, ეკოლოგიური სტანდარების დაცვის მიმართულებით.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში ვნახოთ, თუ როგორ ემზადებიან აღნიშნული საწარმოები, რომ გახდნენ უფრო ენერგოეფექტურები. ჩვენ მოვისმინეთ კონკრეტული გეგმები. ორივე საწარმოს დაწყებული აქვს გადაიარაღება, ცვლიან ტექნოლოგიურ პროცესს იმისთვის, რომ ნაკლები ელექტროენერგია მოიხმარონ, ატმოსფეროში ნაკლები გაფრქვევა იყოს და სხვა“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მედიასთან საუბრისას საწარმოების დათვალიერების შემდეგ.

„მნიშვნელოვანია, რომ ქარხნებში ენერგოეფექტურ საწარმოებად გარდაქმნის პროცესი მიმდინარეობს, რაც ენერგეტიკაში ჩვენი მასშტაბური რეფორმის გამოძახილია. ეს იქნება ჩვენი მოთხოვნა და ჩვენ ამ პროცესს არამარტო დავაკვირდებით, არამედ წარმოებებს ხელსაც შევუწყობთ, რომ ამ სტანდარტებს უპასუხონ“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა ასევე აქცენტი გააკეთა შიდა და საგარეო ბაზრებზე საწარმოთა მხარდაჭერის პროცესზე.

„მნიშვნელოვანი იყო, გვემსჯელა, თუ როგორ ამოვუდგეთ გვერდში აღნიშნულ საწარმოებს საგარეო ბაზრებზე, რადგან პროდუქცია ექსპორტზე გააქვთ. მათ სჭირდებათ სერიოზული მხარდაჭერა, რათა კონკურენტულ და თანაბარ პირობებში აღმოჩდნენ სხვა საერთაშორისო გლობალურ კონკურენტებთან მიმართებაში. ასევე მხარდაჭერა შიდა ბაზარზეც - ჩვენ შემოგვაქვს ანტიდემპინგური კანონმდებლობა, რომელიც უზრუნველყოფს კონკურენციის სამართლიან წესებს და ბაზარს და მომხმარებელს დაიცავს უხარისხო ანალოგებისგან” - განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, ის მომავალშიც ადგილზე მოინახულებს ასეთ საწარმოებს და მათ ხელმძღვანელობასთნ ერთად მონახავს მათი პრობლემების გადაჭრის გზებს.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 1-ელი მაისიდან საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის დერეგულირების ახალი ეტაპი დაიწყო. მსხვილი ინდუსტრიული მომხმარებლების ნაწილს ელექტროენერგიის საბაზრო ფასად შესყიდვის შესაძლებლობა მიეცათ. მათ შორისაა, „რუსთავის ფოლადი“ და „ჯეოსთილი“. ბაზრის დერეგულირების რეფორმის ეს მიმართულება მნიშვნელოვანია პირდაპირ მომხმარებლებად დარეგისტრირებული საწარმოებისთვის, რომ მათ გაზარდონ საკუთარი წარმოების ენერგოეფექტურობა და იფიქრონ ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა