logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: ძველ ხიბულაში გაზიფიცირების სამშენებლო სამუშაოები ზაფხულიდან დაიწყება
ნათია თურნავა: ძველ ხიბულაში გაზიფიცირების სამშენებლო სამუშაოები ზაფხულიდან დაიწყება
10:22 14.05.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში ჩავიდა, ადგილობრივ მცხოვრებთ შეხვდა და მათ სოფლის გაზიფიცირების შესახებ ესაუბრა.

გაზიფიცირების პროექტის თანახმად, ძველ ხიბულაში 290 აბონენტია, სამშენებლო სამუშაოები ივლისში დაიწყება და შემოდგომაზე დასრულდება.

ნათია თურნავას განცხადებით, 2019 – 2021 წლებში 226 დასახლებულ პუნქტში ჩატარდება საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები, რისთვისაც 201 მლნ ლარი დაიხარჯება.

დასახლებული პუნქტების მესამედი სამეგრელოს რეგიონში მდებარეობს. გაზიფიცირების გეგმა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით საქართველოს მთავრობამ განიხილა და დაამტკიცა, მოიცავს ისეთ დასახლებულ პუნქტებსაც, სადაც ისტორიულად არასოდეს ყოფილა ბუნებრივი აირი, მათ შორის, სამეგრელოს რეგიონში, სადაც გაზიფიცირებული ოჯახების რიცხვი 120 000-ს გადააჭარბებს.

მათ შორის იქნება სოფელი ძველი ხიბულაც, რაც ჩვენ გეგმაში თავიდანვე იყო შეტანილი.
მინისტრის თქმით, გაზიფიცირების სამუშაოების მიმდინარეობისას დაწყებისთანავე ძველ ხიბულას ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები ხშირად ეწვევიან, რათა სრული კოორდინაცია მოხდეს ფონდ "ქართუსთან," რომელიც სოფელში ძალიან მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს. "ქართუს" თანადგომით აქ ძალიან ბევრი რამ კეთდება და ვინაიდან ჩვენც გაზი შემოგვყავს, გვსურს, რომ ყველაფერი ერთიან კომპლექსში იყოს წარმოდგენილი" - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისივე განცხადებით, რამდენიმე თვეში ანუ იმ დროისთვის, როცა მოსახლეობას ყველაზე მეტად დასჭირდება სითბო, გაზი უკვე იქნება ოჯახებში შეყვანილი.

"შარშან გაზიფიცირების სამწლიან გეგმაზე მუშაობისას, ჩვენ საზოგადოებას დავპირდით, რომ გაზიფიცირება ყველა იმ დასახლებულ პუნქტში განხორციელდებოდა, სადაც ტექნიკურად ეს შესაძლებელი იყო. ჩვენ ამ დაპირებას ვასრულებთ და 2021 წლისთვის ქვეყნის მასშტაბით 1,3 მლნ - ზე მეტი აბონენტი იქნება გაზიფიცირებული, რაც აბონენტთა მთლიანი მოსახლეობის 85 პროცენტია. ამ მაჩვენებლით საქართველო ევროპაში ლიდერი სახელმწიფოა", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

მინისტრი ძველი ხიბულას მოსახლეობას ასევე ესაუბრა პროგრამის "აწარმოე საქართველოში" მიმდინარე მიკრო და მცირე ბიზნესის დაფინანსების პროექტებზე, რომლით სარგებლობაც თითოეულ მათგანს შეუძლია.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა