logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: რამდენიც საჭიროა, იმდენს გავაკეთებთ, ყველა ოჯახამდე მივიყვანთ გაზს
ნათია თურნავა: რამდენიც საჭიროა, იმდენს გავაკეთებთ, ყველა ოჯახამდე მივიყვანთ გაზს
17:27 13.05.2019
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი სამეგრელოში გაზიფიკაციის პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. ნათია თურნავა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოქტომბერს ესტუმრა და მოსახლეობას გაზიფიკაციის სამუშაოების შესახებ ინფორმაცია პირადად მიაწოდა. მინისტრმა ადგილობრივებს გაზიფიცირების 3-წლიანი სამთავრობო გეგმის დეტალები გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორ ჯაბა ხმალაძესთან ერთად გააცნო.


როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, გასული წლის შემოდგომაზე, გაზიფიკაციის წინა ეტაპის დასრულებასთან დაკავშირებით სამეგრელოს ვიზიტისას მოსახლეობას რეგიონის სრულ გაზიფიკაციას დაპირდა, რაც წარმატებით შესრულდება. ნათია თურნავას ინფორმაციით, გაზიფიკაციის ამ ეტაპის შემდეგ სამეგრელოს 75 სოფელი თუ დასახლებული პუნქტი მიიღებს ბუნებრივ აირს. „მოსახლეობას დავპირდით, რომ გამოტოვებული, დარჩენილი სოფლები, ახალი დასახლებული პუნქტები, ისეთები, სადაც ისტორიულად არ ყოფილა გაზი - ყველას მოვიცავთ. ახლა ვასრულებთ ამ დანაპირებს. 3-წლიან პერსპექტივაში დაგეგმილი გვაქვს გაზის შეყვანა საქართველოს მასშტაბით 226 სოფელსა თუ დასახლებულ პუნქტში, აქედან 75 სამეგრელოს რეგიონს ეკუთვნის. მათ შორის, ისტორიულად არასოდეს ყოფილა გაზი ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში, წელს, სულ ორიოდე თვეში ვიწყებთ მკვებავი მილსადენების შეყვანას ამ მიმართულებითაც“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, რეგიონების გაზიფიკაცია სიღარიბის დაძლევის პროგრამის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. „რამდენიც საჭიროა, იმდენს გავაკეთებთ, ყველა ოჯახამდე მივიყვანთ გაზს!“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა