logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზარში ეტაპობრივი ინტეგრაცია ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზარში ეტაპობრივი ინტეგრაცია ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია
13:18 13.05.2019
ევროკავშირი საქართველოში ციფრული ეკონომიკის მხარდასაჭერად ახალ პროგრამას იწყებს. EU4Digital - ეს არის პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ციფრული ეკონომიკისა და საზოგადოების მხარდაჭერას საქართველოში. პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება.



პროგრამის პრეზენტაცია დღეს ტექნოპარკში გაიმართა. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ლაშა მიქავამ და ევროკავშირის ელჩის მოადგილემ კარლო ნატალემ.



„ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზარში (DSM) ეტაპობრივი ინტეგრაცია საქართველოს ევროინტეგრაციის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. აქტიურად ვართ ჩართულნი ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციის პროექტში და პროექტის ფარგლებში შექმნილ EU4Digital 6 ქსელში, რომლებიც წარმოადგენს ერთგვარ პლატფორმას ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყანებს შორის საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკის გასაზიარებლად, რაც ხელს შეუწყობს სინერგიას ციფრულ სფეროში და ჰარმონიზაციის კუთხით ერთობლივი პროექტების იდენტიფიცირებას“ - განაცხადა ლაშა მიქავამ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.



მისი შეფასებით, ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციის შედეგად ქართველი მომხმარებლებისთვის და ბიზნესებისთვის დაბრკოლებების გარეშე ხელმისაწვდომი იქნება ევროპული ციფრული მომსახურებები. ლაშა მიქავას თქმით, ეს იქნება უდიდესი მიღწევა მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რადგან მათ ექნებათ შეუზღუდავი წვდომა ბაზრებზე, ასევე ინფორმაციაზე და ევროპული ციფრული ბაზრების სხვადასხვა სერვისებზე.



„დღევანდელი ღონისძიების მთავარი მიზანია საქართველოდან ყველა დაინტერესებულ მხარისთვის დეტალურად იქნეს წარმოდგენილი ევროკომისიის ამ ფლაგმანი HDM/EU4Digital ინიციატივის სტრუქტურა, დაგეგმილი აქტივობები და მათი განხორციელების შედეგად მიღებული შედეგები. ვიმედოვნებთ, რომ დასახული მიზანი მიღწეული იქნება, რაც მძლავრ იმპულსს მისცემს ჩვენს ერთობლივ საქმიანობას ციფრული ეკონომიკის შემდგომ განვითარებაში“ - აღნიშნა ეკონომიკისა მინისტრის მოადგილემ და ევროკომისიას, ასევე კომპანია „ერნსტ ენდ იანგს“ ღონისძიების ორგანიზებისა და პროგრამაში აქტიური ჩართულობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.



როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, EU4Digital მიზნად ისახავს ევროკავშირის ერთიანი ციფრული ბაზრის სიკეთეების გავრცელებას, რაც განაპირობებს ეკონომიკურ ზრდას, მეტი სამუშაო ადგილის შექმნას, მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებასა და ბიზნესის გაძლიერებას. ინიციატივა მოიცავს ელექტრონული სერვისების გაუმჯობესებას, საზოგადოების მასშტაბით ციფრული ჩარჩოების ჰარმონიზაციას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ლოჯისტიკა, ჯანდაცვა, კიბერუსაფრთხოება თუ ციფრული უნარ-ჩვევები.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა