logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ტოკიოში გამოფენა „საქართველო ღვინის სამშობლო“ დასრულდა
ტოკიოში გამოფენა „საქართველო ღვინის სამშობლო“ დასრულდა
12:36 13.05.2019
ტოკიოში, საგამოფენო ცენტრში „Terrada Warehouse” გამოფენა „საქართველო ღვინის სამშობლო“ დასრულდა. გამოფენამ, რომელიც ამავე სახელწოდების პროექტის ფარგლებში იაპონიის დედაქალაქში ორი თვე მიმდინარებდა, ათასობით იაპონელ დამთვალიერებელს უმასპინძლა.

იაპონელებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ქართული ღვინო და მისი ისტორია, რომელიც 8000 წლის წინ დაიწყო. ექსპოზიცია აერთიანებდა უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებს; კონცეფცია გულისხმობდა ქართული ღვინის კულტურის უნიკალურობის თანამედროვე ტექნოლოგიებით წარმოჩენას.
გამოფენის „საქართველო ღვინის სამშობლო“ დახურვა საზეიმო მიღებით აღინიშნა.

„2014 წელს უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო პროექტის „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა“ განხორციელება დავიწყეთ. ოთხწლიანი მუშაობის შედეგად, კვლევამ დაადასტურა, რომ ღვინის სამშობლო სწორედ საქართველოა და რომ სწორედ ჩვენ ვართ ის ქვეყანა, სადაც ვაზი პირველად მოაშინაურეს.

საერთაშორისო დონეზე ღვინის სამშობლოდ აღიარებამ, მევენახეობა-მეღვინეობის 8000 წლიანმა უწყვეტმა ისტორიამ საქართველოსადმი ინტერესი მნიშვნელოვნად გაზარდა. იაპონელები ტრადიციებს განსაკუთრებულ პატივს სცემენ; შესაბამისად, გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილმა უნიკალურმა არტეფაქტებმა და ყველაზე დიდი ხნის ისტორიის ქართულმა ღვინომ განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი პროექტი საკუთარ მიზანს - მოახდინოს ქართული ღვინის პოპულარიზაცია და სულ უფრო მეტად მზარდი გახდეს მასზე მოთხოვნა მსოფლიოს მნიშვნელოვან ბაზრებზე - აღწევს“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ გამოფენის მნიშვნელობის შეფასებისას.

გამოფენის დახურვისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ვახშამი ქართული ტრადიციით გაიმართა. ქართულ სუფრას პირველმა ქართველმა ოძეკმა, ტოჩინოშინმა უხელმძღვანელა. სტუმრებმა თამადობის ინსტიტუტის ისტორიაზე და მის მნიშვნელობაზე მიიღეს ინფორმაცია. საზეიმო მიღებაზე ქართული მრავალხმიანი სიმღერის რამდენიმე გამორჩეული ნიმუში იაპონელმა მომღერლებმა შეასრულეს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, პროექტის „საქართველო ღვინის სამშობლო“ ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს სხვა სტრატეგიულ ბაზრებზეც განხორციელდეს მსგავსი ექსპოზიციები.

აღსანიშნავია, რომ ტოკიოში პროექტი მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Sony music communication და კომპანია TOPPAN-ის პარტნიორობით განხორციელდა.

პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო“, რომლის ორგანიზატორები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და ასოციაცია „ქართული ღვინო“, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, იაპონიაში საქართველოს დიპლომატიური უწყების და ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა