logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ზუგდიდში სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის აგროსაინვესტიციო  ბიზნესფორუმი გაიმართა
ზუგდიდში სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმი გაიმართა
11:38 11.05.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ქალაქ ზუგდიდში, დადიანების სასახლის ტერიტორიაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმი გაიმართა.

ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ გახსნეს.

სიტყვით გამოსვლისას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა რეგიონში არსებულ აგროსაინვესტიციო პოტენციალზე, სტაბილურ ეკონომიკურ გარემოსა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ სხვადასხვა პროექტებზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ყველა იმ აგროპროექტზე, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში აგრობიზნესის განვითარებას და ადგილობრივ ფერმერებს წარმოების ზრდის შესაძლებლობას აძლევს.

2013 წლიდან დღემდე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში არაერთი აგროპროექტის განხორციელებით, უკვე მიღწეულია მნიშვნელოვანი შედეგი. კერძოდ:
•„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა 25 ახალი, ხოლო გაფართოვდა და გადაიარაღდა 45 არსებული საწარმო.
•აღნიშნული საწარმოების საშუალებით, რეგიონში 2100-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდა.
•500 ჰა-ზე მეტ მიწის ფართობზე ახალი მრავალწლოვანი ბაღები გაშენდა.
•რეგიონის მასშტაბით, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია 450 ჰა-ზე მეტ ფართობზე განხორციელდა.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, მსგავსი ფორმატის ღონისძიებები ხელს უწყობს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის აქტიურ კომუნიკაციას და რეგიონში არსებული აგროწარმოების განვითარების შესაძლებლობების გაცნობას.

„დღევანდელი ფორუმი წარმოადგენს შესანიშნავ პლატფორმას დეტალურად გავეცნოთ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის აგროპოტენციალს, რაც საშუალებას მოგვცემს ხელი შევუწყოთ მის მაქსიმალურად ეფექტიან გამოყენებას“- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო დარგის სპეციალისტებმა მეთხილეობის, მეკენკრეობის, მესაქონლეობისა და მეფუტკრეობის მიმართულებების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს. ფორუმის მონაწილეებმა სახელმწიფოს მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები განიხილეს და რეგიონში აგროსექტორის სხვადასხვა მიმართულების განვითარების საკითხებზე იმსჯელეს.

ბიზნესფორუმის დასასრულს, პანელური დისკუსიის ფორმატში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა და რეგიონის გუბერნატორმა რეგიონში არსებულ აგროსაინვესტიციო პოტენციალზე ისაუბრეს და მონაწილეთა მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს. ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ბიზნესსექტორის 250-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომლის მიზანია დარგის გრძელვადიანი განვითარება და ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა