logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: შემოგვაქვს სრულიად ახალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მექანიზმი - პირი ვალდებული იქნება გარემოზე მნიშვნელოვანი ზიანი აანაზღაუროს არათანხობრივად, არამედ შეასრულოს დამდგარი ზიანის სარემედიაციო ღონისძიებები
ლევან დავითაშვილი: შემოგვაქვს სრულიად ახალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მექანიზმი - პირი ვალდებული იქნება გარემოზე მნიშვნელოვანი ზიანი აანაზღაუროს არათანხობრივად, არამედ შეასრულოს დამდგარი ზიანის სარემედიაციო ღონისძიებები
11:24 11.05.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ ბიზნეს ასოციაციების და საქართველოში მოქმედ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და მისგან გამომდინარე საკანონდებლო ცვლილებათა პაკეტი გააცნეს.

შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა კერძო სექტორის წარმომადგენლებს დაგეგმილი საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და მისგან გამომდინარე საკანონდებლო ცვლილებათა პაკეტის მიზანია გარემოზე ზიანის მიყენების საკითხების სამართლებრივი რეგულირება, „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპის შესაბამისად.

ეს კანონი დაარეგულირებს გარემოზე ზიანის მიყენების პრევენციასთან, გარემოზე მიყენებული ზიანის შერბილებასთან, აღმოფხვრასთან და დაზიანებული გარემოს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

„მოქმედი რეგულაციისგან განსხვავებით, შემოგვაქვს სრულიად ახალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მექანიზმი, რომლის შესაბამისადაც, თუკი საქმიანობის შედეგად, გარემოზე ზიანის მიმყენებელი პირის უკანონო ქმედებით, გარემოს მიადგება მნიშვნელოვანი ზიანი, პირი ვალდებული იქნება ეს ზიანი აანაზღაუროს არა თანხობრივად, არამედ შეასრულოს დამდგარი ზიანის სარემედიაციო ღონისძიებები. კანონპროექტის მოქმედება და სარემედიაციო ღონისძიებების განხორციელების ვალდებულება გავრცელდება გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის შემთხვევებზე, ხოლო არამნიშვნელოვანი ზიანის შემთხვევაში გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრა მოხდება საქართველოს მთავრობის ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად და იქნება მონეტარული. აღნიშნული თანხები კი აკუმულირდება გარემოსდაცვითი ზიანის ფონდში. გარემოსდაცვითი ზიანის ფონდის შექმნის მიზანი იქნება გარემოზე მიყენებული ზიანის პრევენცია, გარემოს მდგომარეობის აღდგენა დაისტორიულად დაზიანებული გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესება. მსგავსი ტიპის გარემოსდაცვითი ფონდები არსებობს პოლონეთში, კანადაში, სლოვენიაში და სხვა ევროპულ ქვეყნებში და მათ მიზანსაც სწორედ დაზიანებული გარემოს აღსადგენად განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსება წარმოადგენს“ - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ახალი კანონი დამატებით რეგულაციებს უწესებს ისეთ ბიზნესებს, რომელთა საქმიანობაც რაღაც ფორმით დაკავშირებულია გარემოზე ზეგავლენასთან. ჩვენი აპარატი, ბიზნესი სრულად ვიზიარებთ მწვანე გარემოზე ზრუნვის პასუხისმგებლობას, თუმცა აუცილებელია რომ თითოეული ახალი წესის შესახებ ბიზნესმა წინასწარ იცოდეს და მომზადებული შეხვდეს ახალ რეგულაციას. მივესალმები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მზაობას გახსნას დიალოგი კერძო სექტორთან. ჩვენ გვაქვს წარმატებული თანამშრომლობის მაგალითები ამ უწყებასთან და ვფიქრობ ერთობლივად მოვახერხებთ, ვიმუშავებთ, რომ გარემოს დაცვით ახალ რეგულაციებს მსხვილი ბიზნესი ინფორმირებული და მომზადებული შეხვდეს“ - განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა