საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან AS Tallink Grupp-ის აღმასრულებელი
დირექტორი პაავო ნოგენე, დირექტორთა საბჭოს წევრი კადრი ლანდ და კადრების და განვითარების დირექტორი ვაჰურ აუსმესი.
კომპანიის წარმომადგენლებმა 8-9 მაისს სამუშაო შეხვედრები გამართეს აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასთან, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიისა და ბათუმის ნავსადგურების მენეჯმენტის წარმომადგენლებთან.
შეხვედრებზე ესტონურ მხარეს გააცნეს რეგიონის საკრუიზო ტურიზმის განვითარების პერსპექტივები, საზღვაო სფეროში დაგეგმილი და განხორციელებული ცვლილებები და გაიხილეს კომპანიის გეგმები და წინადადებები საქართველოს დროშის ქვეშ გემების რეგისტრაციას და გემის ეკიპაჟის ქართველი მეზღვაურებით დაკომპლექტებას.
მიღწეულ იქნა უმნიშვნელოვანესი შეთანხმება საზღვაო აკადემიის სტუდენტების პრაქტიკით უზრუნველყოფის თაობაზე. აქვე აღვნიშნავთ, რომ რომ AS Tallink Grupp-სა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას მრავალწლიანი და მრავალმხრივი თანამშრომლობა აკავშირებს.

















