logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: კერძო სექტორის მხრიდან მოვისმინეთ საინტერესო მოსაზრებები, იდეები, რომლებიც,ვფიქრობ, ჩვენი საკანონმდებლო ბაზის ნაწილი გახდება
მამუკა ბახტაძე: კერძო სექტორის მხრიდან მოვისმინეთ საინტერესო მოსაზრებები, იდეები, რომლებიც,ვფიქრობ, ჩვენი საკანონმდებლო ბაზის ნაწილი გახდება
10:13 09.05.2019
ჩვენი ექსპორტი რეკორდული ტემპებით იზრდება, მაგრამ ამავე დროს ყველა ვთანხმდებით, რომ ეს არ არის საკმარისი და გვსურს მეტი, ჩვენ გვჭირდება მეტი სამუშაო ადგილები - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა. ყურადღება დაეთმო ბიზნესის წინაშე არსებულ გამოწვევებს, ასევე, ბიზნესმენებმა მთავრობის მეთაურს თავიანთი მოსაზრებები და წინადადებები გააცნეს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, შეხვედრა იყო ნაყოფიერი და საუბარი შეეხო იმ საკანონმდებლო ინიციატივებს,რომლებიც საქართველოში უფრო სწრაფი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფასა და მეტი სამუშაო ადგილის შექმნას ისახავს მიზნად.

„კერძო სექტორის მხრიდან მოვისმინეთ საინტერესო მოსაზრებები, იდეები, რომლებიც, ვფიქრობ, აუცილებლად გახდება ჩვენი საკანონმდებლო ბაზის ნაწილი. ყველა ვთანხმდებით, რომ გატარებული რეფორმები და ინიციატივები, რომელთა რეალიზაცია დღეს ხდება, ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, რათა ჩვენ მივიღოთ უფრო კონკურენტუნარიანი ეკონომიკა, ისეთი ტიპის ეკონომიკური ზრდა, რომელიც შეეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ორიენტირებულია მეტი სამუშაო ადგილის შექმნაზე. ვისაუბრეთ მაკროეკონომიკურ სტატისტიკაზე. ამ ნაწილშიც არის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შეხვედრისას ასევე ყურადღება გამახვილდა განათლების რეფორმაზე და კერძო სექტორის ჩართულობის როლზე მისი წარმატებით განხორციელების პროცესში, განსაკუთრებით პროფესიული განათლების მიმართულებით.

„ჩვენ რამდენიმე კომპანიასთან უკვე ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ და მიხარია, რომ კერძო სექტორს აქვს სრული მზაობა, პროფესიულ განათლებაში მეტი კონტრიბუცია შეიტანონ. ჩვენი მიზანია ჩვენი ეკონომიკის 6 პროცენტი, ანუ ბიუჯეტის მეოთხედი მივმართოთ განათლებაზე. ამასთან ერთად, არის მოლოდინი, რომ კერძო სექტორი დაამატებს ინვესტიციების 5 პროცენტს, რის შედეგადაც ჯამში სწორედ განათლების სექტორი გახდება დომინანტი ჩვენს ეკონომიკაში 11-12-პროცენტიანი წილით" - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების მეორე შეხვედრა სასტუმრო „ბილტმორში" გაიმართა და მასში ასოციაციის წევრი კომპანიების 50-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა