logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოს ღვინის 70-მდე პროფესიონალი ესტუმრება
საქართველოს ღვინის 70-მდე პროფესიონალი ესტუმრება
10:21 08.05.2019
მიმდინარე კვირაში საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 70-მდე ღვინის პროფესიონალი ეწვევა, რომლებიც 10 მაისს დაგეგმილ ბუნებრივი ღვინის ფესტივალს „,ზერო კომპრომაისი’’ და 11 მაისს დაგეგმილ „ახალი ღვინის ფესტივალს“ დაესწრებიან.

ღვინის მაგისტრები, სომელეები, ღვინის იმპორტიორები, ღვინის მწერლები, ბლოგერები და მედიის წარმომადგენლები საქართველოს იტალიიდან, კანადიდან, პოლონეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, შვედეთიდან, დანიიდან, საფრანგეთიდან, შვედეთიდან, ავსტრიიდან, ხორვატიიდან, სლოვენიიდან და იაპონიიდან ეწვევიან.

სტუმრების ნაწილი უკვე ჩამოსულია საქართველოში და ქართული ღვინის მწარმოებელ მარნებსა და კომპანიებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ეცნობა. სტუმრებს შორის არის ცნობილი ფრანგი ღვინის მაგისტრი იზაბელ ლეჟერონი, ასევე ფრანგი მეღვინეები ტიერი პუზლა, იტალიელი მეღვინე იოშკო გრავნერი, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი ქართული ღვინის პოპულარიზაციის საქმეში.

,,ზერო კომპრომაისი’’ (Zero Compromise) ტარდება ასოციაცია „ბუნებრივი ღვინოს“ ორგანიზებით, ხოლო „ახალი ღვინის ფესტივალის“ ორგანიზატორია „საქართველოს ღვინის კლუბი“. ორივე ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება.
“ახალი ღვინის ფესტივალი” მე-10-ე, საიუბილეოა და მთაწმინდის პარკში გაიმართება. ხოლო „ზერო კომპრომაისი’’ მეოთხედ ტარდება და წელს იგი ყოფილის აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიაზე (კოსტავას N59) გაიმართება. „ახალი ღვინის ფესტივალი“ წელსაც დაიწყება ქვევრის გახსნის ტრადიციული ცერემონიით, მრავალჟამიერის თანხლებით.
ორივე ფესტივალის ჩატარების მთავარი მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა