logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
იანვარ-აპრილში საქართველოდან 26 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული
იანვარ-აპრილში საქართველოდან 26 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული
11:27 06.05.2019
მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან მსოფლიოს 38 ქვეყანაში 26 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 4%-ით აღემატება. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 63,2 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 7%-ით მეტია.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის რეალიზაცია გაზრდილია ამერიკის, აზიისა და ევროპის მიმართულებით. ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: აშშ - 108% (219713 ბოთლი), ჩინეთი - 22% (2192025) და პოლონეთი - 16% (1173850).ზრდა აღსანიშნავია ასევე შემდეგ ქვეყნებში: ისრაელი - 102% (106572), ბელარუსი - 88% (604076), საფრანგეთი - 81% (43938), მონღოლეთი - 72% (106452), კანადა - 70% (66960), ჰოლანდია - 37% (40930), ესტონეთი - 15% (214502), ლიეტუვა - 4% (179370), რუსეთი- 4% (16850331) და სხვა.

წლის დასაწყისში, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 179-მა კომპანიამ განახორციელა.

ამასთან, მსოფლიოს 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 8,4 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 67%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 18 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 74%). მსოფლიოს 18 ქვეყანაში ექსპორტირებულია 140 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 68% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 382 ათას აშშ დოლარს აღწევს (ზრდა 31%).

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან მეხუზლა ყურაღებას ამახვილებს ექსპორტის ზრდაზე სტრატეგიულ ბაზრებზე, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებზე, რომელმაც ექსპორტიორი ქვეყნების ათეულში გადმოინაცვლა.

„მიმდინარე წლის 4 თვის მონაცემებით ექსპორტის ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია. აღსანიშნავია, რომ თანხაში გამოსახული ზრდა კიდევ უფრო მეტია, ვიდრე რაოდენობაში. ქართული ღვინის ექსპორტი იმ ნიშნულს აღწევს, რომ რაოდენობაზე მეტად, აქცენტი ხარისხზე უნდა გაკეთდეს. ჩვენ კერძო სექტორთან ერთად, მუდმივ რეჟიმში ვმუშაობთ ამ მიმართულებით, რომ გაიზარდოს ქართული ღვინის საექსპორტო საშუალო ფასი“ - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა