logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ეკატერინე მიქაბაძე: ჩვენი სურვილია, საქართველო საერთაშორისო მასშტაბით იყოს პოზიციონირებული, როგორც პასუხისმგებლიანი ბიზნესის ქვეყანა
ეკატერინე მიქაბაძე: ჩვენი სურვილია, საქართველო საერთაშორისო მასშტაბით იყოს პოზიციონირებული, როგორც პასუხისმგებლიანი ბიზნესის ქვეყანა
11:08 03.05.2019
"საქართველო, მსოფლიო ბანკის ავტორიტეტული საერთაშორისო რეიტინგის "ბიზნესის კეთების სიმარტივის" თანახმად, 2019 წელს დასახელდა მსოფლიოში ერთერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყანად ბიზნესის კეთების სიმარტივის მიმართულებით. ეს არის ჩვენი ქვეყნის ე.წ. სავიზიტო ბარათი საერთაშორისო ინვესტორებთან. ჩვენი სურვილია, საქართველო საერთაშორისო მასშტაბით ასევე იყოს პოზიციონირებული როგორც პასუხისმგებლიანი ბიზნესის ქვეყანა", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ, კორპორაციული პასუხისმგებლობის კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაზე.

აღნიშნული ჯილდოს კონკურსი უკვე მეორე წელია ტარდება გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის ინიციატივით და მიზნად ისახავს, საქართველოში, კორპორაციული პასუხისმგებლობის პოპულარიზაციას და ბიზნესის ჩართულობის წახალისებას მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში.

დაჯილდოების ცერემონიალზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ლუიზა ვინტონი, შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი საქართველოში მოლი ლიენი, აგრეთვე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე და საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომარე ალექსანდრე რევია.

კონკურსში წარმოდგენილი იყო საქართველოში მოღვაწე კომპანიების 53 პროექტი შემდეგ კატეგორიებში: ხარისხიანი განათლება; გენდერული თანასწორობა, ღირსეული სამუშო გარემო და ეკონომიკური ზრდა, მდგრადი ქალაქები და დასახლებები, პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის, შDG პიონერი. გამარჯვებულები დაასახელა ადგილობრივი და საერთაშორისო შემფასებლებისგან შემდგარმა მრავალსექტორულმა ჟიურიმ.

დაჯილდოებას დაესწრნენ ბიზნესის, ასევე, მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. "კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2019" მხარდაჭერილია შვედეთის მთავრობის მიერ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა