logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ფერაძე: „საქართველოს რკინიგზამ“ პირველ კვარტალში 31%-ით მეტი კონტეინერი გადაზიდა და ეს შედეგი პირველ რიგში ჩინეთიდან ახალი ტვირთების მოზიდვამ განაპირობა
დავით ფერაძე: „საქართველოს რკინიგზამ“ პირველ კვარტალში 31%-ით მეტი კონტეინერი გადაზიდა და ეს შედეგი პირველ რიგში ჩინეთიდან ახალი ტვირთების მოზიდვამ განაპირობა
16:08 30.04.2019
სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქ პეკინში იმყოფებოდა. სადაც „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ მაღალი დონის მე-2 საერთაშორისო ფორუმი გაიმართა.

დელეგაციას საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ხელმძღვანელობდა. ქართული მხარე ფორუმზე ჩინეთის მთავრობის მიწვევით გაემგზავრა. ფორუმის მიმდინარეობისას 40 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პირებმა და 150 ქვეყნის 5000-მდე წარმომადგენელმა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ განვითარებისთვის ერთობლივი რეკომენდაციები შეიმუშავეს.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრ ლი სიაოპენგს შეხვდნენ სადაც შუა დერეფნის სატრანზიტო პოტენციალზე ისაუბრეს.

მაია ცქიტიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს სატრანსპორტო და სატრანზიტო პოტენციალს. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს „შუა დერეფნის“ განვითარებას. შეხვედრის ბოლოს, მაია ცქიტიშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრმა ლი სიაოპენგმა ხელი მოაწერეს მხარეების მიერ პარაფირებულ შეთანხმებას „საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის საერთაშორისო სახმელეთო ტვირთების გადაზიდვისა და მგზავრთა ტრანსპორტირების შესახებ“.

შეხვედრაზე მხარეებმა სატრანზიტო პოტენციალის მნიშვნელობასთან ერთად ასევე გაზრდილ ტვირთბრუნვაზეც ისაუბრეს.

„საქართველოს რკინიგზამ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 18 ათასი კონტეინერი გადაზიდა, რაც წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე 31 პროცენტით მეტია. ეს შედეგი პირველ რიგში ჩინეთიდან ახალი ტვირთების მოზიდვამ განაპირობა. სასიხარულოა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრმა გამოყო სამუშაო ჯგუფი, რომელიც სახალხო რესპუბლიკის სხვადასხვა პროვინციებიდან დამატებითი სუბსიდიების განხილვაზე იმუშავებს, რაც სამომავლოდ ტვირთბრუნვას კიდევ უფრო გაზრდის,“ - განაცხადა „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ.

ფორუმის ფარგლებში მიღებული შეთანხმებები, სამომავლოდ ხელს შეუწყობს თანამშრომლობის არეალის გაფართოებას და ჩინეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების ახალ საფეხურზე გადასვლას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა