logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეკატერინე მიქაბაძე: მარტში ეკონომიკური ზრდის 6-პროცენტიანი მაჩვენებელი კარგი გზავნილია ინვესტორებისთვის
ეკატერინე მიქაბაძე: მარტში ეკონომიკური ზრდის 6-პროცენტიანი მაჩვენებელი კარგი გზავნილია ინვესტორებისთვის
11:49 30.04.2019
"მარტში ეკონომიკური ზრდის წინასწარმა მაჩვენებელმა 6 პროცენტი შეადგინა, რაც კარგი გზავნილია ინვესტორებისთვის. ვფიქრობ, ეს არის კარგი სტარტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტის წინ, რომელიც 1-ელ მაისს დაიწყება" , - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ.

"საქსტატის" მიერ დღეს გამოქვეყნებული რელიზის თანახმად, წინასწარი შეფასებით, 2019 წლის მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 6.0 პროცენტი შეადგინა. 2019 წლის იანვარ-მარტის საშუალო ზრდა 4.7 პროცენტს გაუტოლდა, ხოლო 2018 წლის ეკონომიკური ზრდა 4.7 პროცენტი იყო.

ეკატერინე მიქაბაძემ ყურადღება გაამახვილა იმ დადებით ფაქტორებზე, რომლებსაც ადგილი აქვთ ეკონომიკაში. მისი თქმით, 2019 წლის მარტში დაფიქსირდა საგარეო ვაჭრობის ბალანსის გაუმჯობესება. კერძოდ, 2019 წლის მარტში საქონლის ექსპორტის 12.3 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა და 321.0 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ასევე გაიზარდა შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან. მარტში ტურიზმიდან შემოსავლები წლიურად 5.3 პროცენტით (12.4 მლნ. აშშ დოლარით) გაიზარდა და 244.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება სხვა ფაქტორებს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის შეფასებით, მარტში 7.5 პროცენტით გაიზარდა წმინდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი და მისმა მოცულობამ 119.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

მაღალი ეკონომიკური ზრდისა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების პარალელურად მცირდება საგარეო მოწყვლადობა ქვეყანაში და იზრდება ეკონომიკის მდგრადობა შოკების მიმართ. შეგახსენებთ, რომ 2018 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 1.1 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა და მშპ-ს 7.7% შეადგინა.

"საგარეო მოწყვლადობის შემცირების მიზნით გადადგმული ნაბიჯები და მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები დადებითად აისახება საინვესტიციო გადაწყვეტილებებსა და ინვესტორთა განწყობაზე ჩვენი ქვეყნის მიმართ," - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

მისივე თქმით, 2019 წლისთვის დაგეგმილია მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმების და კერძო სექტორის ხელშემწყობი ინიციატივების განხორციელება, რომლებიც გაზრდის კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა