logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებული კანონქვემდებარე აქტების პრეზენტაცია გაიმართა
მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებული კანონქვემდებარე აქტების პრეზენტაცია გაიმართა
15:51 25.04.2019
2019 წლის 25 აპრილს, სასტუმროში “რადისონ ბლუ ივერია“, გაიმართა მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებული კანონქვემდებარე აქტების პროექტების პრეზენტაცია. პრეზენტაციას დაესწრო ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, კერძო სექტორის, სავაჭრო პალატების, ბიზნეს ასოციაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების 150-ზე მეტი წარმომადგენელი.

პრეზენტაცია გაიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ევროკავშირის ტექნიკური დამხარების პროექტის ერთობლივი ძალისხმევით და მიზნად ისახავდა დაინტერესებული მხარეებისათვის ინფორმაციის მიწოდებას მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებულ პროცესებზე საქართველოში; ასევე საერთაშორისო პრაქტიკის და საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა და ალექსანდრე დარასი, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ატაშე/კავშირის, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებების სექტორის კოორდინატორი.

საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა წარმოადგინეს ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში შემუშავებული კანონქვემდებარე აქტების პროექტები შეფუთვის ნარჩენების, ბატარეების, აკუმულატორების, ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებების, საბურავებისა და გამოყენებული ზეთების შესახებ. პრეზენტაციაზე წარმოდგენილ იქნა, აგრეთვე ინსტიტუციურ მოწყობასთან დაკავშირებული საკითხები და სამომავლო ნაბიჯები.
ყოველწლიურად, საქართველოში დაახლოებით 900 000 ტონა მუნიციპალური ნარჩენი წარმოიქმნება, რომელიც შეიცავს 1000-მდე სახიფათო და არასახიფათო ნივთიერებას.

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ევროპაში დანერგილი ნარჩენების მართვის წარმატებული მოდელია. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება გულისხმობს პროდუქციის მწარმოებლის/იმპორტიორის მიერ პასუხისმგებლობის აღებას ადამიანისა და ჯანმრთელობისათვის სახიფათო სპეციფიკური ნარჩენების შეგროვებასა და დამუშავებაზე.

საქართველოს „ნარჩენების მართვის კოდექსით“ განსაზღვრულია მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვა სპეციფიკური ნარჩენებისთვის, რომელიც ძალაში 2019 წლის დეკემბრიდან უნდა შევიდეს. სპეციფიკურ ნარჩენებს განეკუთვნება: შეფუთვის ნარჩენები (პლასტმასი, ქაღალდი, მუყაო, ხე, ლითონი, მინა), ნარჩენი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები, ხმარებიდან ამოღებული საბურავები, ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებები, გამოყენებული ზეთები, გამოყენებული ბატარეები და აკუმულატორები.

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება საქართველოსთვის ახალ კონცეფციას წარმოადგენს და მის დასანერგად აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო და საზოგადოებისა და კერძო სექტორის ცნობიერების სათანადო დონე. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ევროკავშირისა და სხვა დონორების მხარდაჭერით აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით 2017 წლიდან.

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება, რომელიც პირველად შვედეთში თომას ლინდკვისტის მიერ შვედეთის გარემოს დაცვის სამინისტროსთვის წარდგენილ 1990 წლის ანგარიშში იქნა წარმოდგენილი, ხელს უწყობს:

• ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებასა და რესურსად გამოყენებას
• ნარჩენების ხელახალი გამოყენების, რეციკლირებისა და აღდგენის სხვა ფორმების დანერგვას
• ნაგავსაყრელებზე განთავსებული ნარჩენების რაოდენობის შემცირებას
• სახიფათო ნივთიერებების უსაფრთხო დამუშავებას
• რესურსებისა და ღირებული მეორადი ნედლეულის გამოყენებას
• სხვადასხვა პროდუქციის სასიცოცხლო ციკლში ჩართული ყველა ოპერატორის (მწარმოებელი, იმპორტიორი, დისტრიბუტორი, მომხმარებელი, შემგროვებელი, დამშლელი, რეციკლირების განმახორციელებელი და ექსპორტიორი) საქმიანობის გარემოსდაცვითი მაჩვენებლების გაუმჯობესებას
• პროდუქციის უკეთესი დიზაინის შექმნას
• ახალი საწარმოებისა და სამუშაო ადგილების შექმნას, და რაც მთავარია,
• ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა