logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეკატერინე მიქაბაძე: ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ მწვანე პრინციპებზე დაფუძნებულ ეკონომიკურ ზრდას და ჩვენი ბუნებრივი კაპიტალის შენარჩუნებას
ეკატერინე მიქაბაძე: ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ მწვანე პრინციპებზე დაფუძნებულ ეკონომიკურ ზრდას და ჩვენი ბუნებრივი კაპიტალის შენარჩუნებას
10:17 25.04.2019
„ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ პროექტს, რომელიც ევროკავშირისა და პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით წარიმართება მომავალი ოთხი წლის განმავლობაში. ეს იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნისათვის მდგრადი ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის კუთხით და დაგვეხმარება, შევინარჩუნოთ ჩვენი ბუნებრივი კაპიტალი და გავზარდოთ მოსახლეობის კეთილდღეობა მწვანე ზრდის შესაძლებლობების, პოტენციალის რეალიზაციით და ეკონომიკური განვითარების მექანიზმების დანერგვით“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ პროექტის „EU4ENVIRONMENT - საქართველო“ გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც თბილისში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში გაიმართა.

„ევროკავშირი გარემოს დაცვისთვის“ მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნისთვის (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, საქართველო, მოლდოვის რესპუბლიკა, უკრაინა) დახმარების აღმოჩენას მათი ბუნებრივი რესურსებისა და ხალხის გარემოს კეთილდღეობის დაცვის გზით. პროექტი განხორციელდება 2019-2022 წლებში და მისი ბიუჯეტი 20 მილიონი ევროა.

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარება მჭიდრო კავშირში უნდა იყოს გარემოს დაცვასთან, რადგან ეს ურთიერთკავშირი ემსახურება ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობას. ამ მიზნის მისაღწევად, მნიშვნელოვანია ქვეყანაში მწვანე ბიზნესის წახალისება, ინვესტიციების მოზიდვა, თანამედროვე, მწვანე ტექნოლოგიების შემოტანა და დანერგვა, საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება“ - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებას სწრაფი, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა და ამავდროულად, ეკონომიკური განვითარების პროცესში ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება, ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და მდგრადობის უზრუნველყოფა და ბუნებრივი კატასტროფების რისკების თავიდან აცილება წარმოადგენს.

„შესაბამისად, სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით ვაცნობიერებთ, რომ თანამედროვე სწრაფი ეკონომიკური ზრდის პირობებში საჭიროა ახალი ტიპის - გარემოს დაცვაზე და მწვანე ზრდაზე ორიენტირებული ეკონომიკური მოდელის დანერგვა, რესურსებისა და ენერგოეფექტურობის, ნარჩენების მართვის, სუფთა ტრანსპორტის, ორგანული სოფლის მეურნეობის გზით. ახალი სექტორებისა და ბიზნესმოდელების ხელშეწყობა უნდა გახდეს ეკონომიკის დივერსიფიკაციის, კონკურენტუნარიანობის ზრდისა და ახალ ბაზრებზე წვდომის მნიშვნელოვანი სტიმული“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში გამართულ ღონისძიებაში სამთავრობო უწყებების, ევროკავშირის, EU4 გარემოს დაცვის დანერგვის პარტნიორებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის დამოუკიდებელი ექსპერტები მონაწილეობდნენ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა