logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ვახტანგ ჭარაია: ჰესების მშენებლობის პირველ მოწინააღმდეგეებად სწორედ ის ადამიანები და პოლიტიკური ძალები მოგვევლინენ, რომლებიც სულ რამდენიმე წლის წინ ჰესების მშენებლობის პირველი მომხრეები იყვნენ
ვახტანგ ჭარაია: ჰესების მშენებლობის პირველ მოწინააღმდეგეებად სწორედ ის ადამიანები და პოლიტიკური ძალები მოგვევლინენ, რომლებიც სულ რამდენიმე წლის წინ ჰესების მშენებლობის პირველი მომხრეები იყვნენ
16:12 24.04.2019
„საქართველო რეალურად დამოუკიდებელი ვერასდროს იქნება, თუკი ჩვენ ენერგეტიკულად დამოუკიდებლები არ ვიქნებით. ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმთავრესი, სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხი ენერგოდამოუკიდებლობაა. სწორედ ამიტომ ჰესების, მითუმეტეს მცირე, მწვანე ჰესების მშენებლობა, რომლებიც გარემოზე მინიმალურ ზემოქმედებას ახდენს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა ვახტანგ ჭარაიამ.

ვახტანგ ჭარაიას თქმით, „საბედნიეროდ, საქართველოს ჰყავს ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორები, რომლებიც მზად არიან ეკონომიკის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ენერგეტიკის დარგში კაპიტალი დააბანდონ. მეორე მხრივ, გვაქვს რეალობა, როდესაც ცალკეულ შემთხვევებში, კერძოდ, ჰესების მშენებლობის ნაწილში ინვესტორებს თავდაცვით რეჟიმში უწევთ ყოფნა, ეს ძალიან სამწუხაროა. კიდევ უფრო მეტად სამწუხაროა რომ ეს ტენდენცია დიდწილად აბსურდულ არგუმენტებზეა დაფუძნებული და უკვე 5-მეგავატიანი ჰესის მშენებლობაც კი ლამის მოსახლეობის წინაშე ჩადენილ დანაშაულად აღიქმება.“

თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორის განცხადებით, „საინტერესოა, რომ ჰესების მშენებლობის პირველ მოწინააღმდეგეებად სწორედ ის ადამიანები და პოლიტიკური ძალები მოგვევლინენ, რომლებიც სულ რამდენიმე წლის წინ ჰესების მშენებლობის პირველი მომხრეები იყვნენ. მახსოვს, როგორ აჯილდოვებდა წლის მეწარმის ჯილდოთი წინა ხელისუფლება იმ ადამიანს, რომელმაც დარიალი ჰესი ააშენა, დღეს იგივე ბიზნესმენს ლამის ერის მოღალატედ აცხადებენ. ჩემთვის მიუღებელია, პოლიტიკური ქულების დაწერის გამო, პრობლემა ექმნებოდეს ქვეყნის განვითარებისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ისეთ დარგს, როგორიცაა ენერგეტიკა.“

„ჩემი აზრით, სახელმწიფომ უნდა დაიცვას ბიზნესის უფლებები, რაც არ უნდა იყოს გაგებული, თითქოს ამით მოსახლეობის ინტერესები დაირღვევა. პირიქით, ენერგოუსაფრთხოება ნებისმიერი მოქალაქის ინტერესებშია, ისევე როგორც ახალი სამუშაო ადგილები, ფინანსური მდგრადობა, ადგილობრივ და ცენტრალურ ბიუჯეტში გადახდილი გადასახადებით და სხვ. თუ ეს ჰესები ასეთი საშიშია, თუნდაც გარემოს დაცვის თვალსაზრისით, მაშინ რატომ არის რომ ამ საკითხზე ყველაზე მეტად მზრუნავი ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც კი აგრძელებენ ახალი მასშტაბური ჰესების მშენებლობას? ,” - განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა