logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ენერგეტიკული პოლიტიკის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებას ავრცელებს
ენერგეტიკული პოლიტიკის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებას ავრცელებს
15:29 24.04.2019
საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:



"საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის უმთავრესი მიმართულებაა ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება, იმპორტირებულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების ეტაპობრივი შემცირება ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების ათვისების, მიწოდების წყაროებისა და მარშრუტების დივერსიფიკაციის გზით.

ენერგეტიკის განვითარების სტრატეგია განსაზღვრულია ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებებით, რაც მოიცავს სამ ძირითად ამოცანას - ბაზრის დერეგულირება, მწვანე განახლებადი ენერგიის განვითარება და ენერგოეფექტურობა . ეს ასახულია საკანონმდებლო ინიციატივების პაკეტში

ამასთანავე, 2014 წლიდან, ყოველწლიურად დგინდება საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა, რომლის მიზანია ელექტროენერგიტიკული მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება, გენერაციის ზრდის უზრუნველყოფა და გადამცემი ქსელის საიმედოობის გაზრდა.



ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა- მოხმარების ბალანსი ყოველთვის ინდიკატიურია და წლის პირველი 2-3 თვით მსჯელობა არ არის მართებული. მით უმეტეს არაა სწორი, რომ 2-3თვის მონაცემებზე ავაგოთ ენერგეტიკის განვითარების სტრატეგია და ახალი ჰესების განვითარება უნდა შევაჩეროთ - ეს საფრთხის შემცველი მოწოდებაა. მით უფრო, რომ დღეის მდგომარეობით, 20%ზე მეტი იმპორტული ენერგომატარებლების ხარჯზე კმაყოფილდება (ელ.ენერგია, გაზი).

წლიდან წლამდე არსებულ ფაქტიურ მონაცემებზე დაყრდნობით, წლის ჭრილში ვხედავთ ელექტროენერგიის მოხმარების საშუალოდ 5%-იან ზრდას, მოცემული ზრდის ტრენდის შენარჩუნებისა და საპროგნოზოდ კიდევ უფრო მეტად გაზრდის შესახებ არაერთი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიისა თუ დონორი ორგანიზაციების მიერ იქნა ანალიზი და შეფასება წარმოდგენილი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, საქართველოს მშპ-ს საშუალო ვადიანი ზრდის პროგნოზი 5%, ხოლო გრძელვადიანი საშუალოდ 4,5%. შესაბამისი ეკონომიკური ზრდა გამოიწვევს ელექტროენერგიის მოთხოვნის ზრდას და გრძელვადიან პერსპექტივაში ის 4,5%-ს გაუტოლდება.

არსებობს არაერთი კვლევა, რომლებიც ადასტურებს, რომ 2030 წელს საქართველოს ელექტროენერგიის მოთხოვნა 21-22 მილიარდ კილოვატ საათს მიაღწევს, რაც დაახლოებით 8 მილიარდი კილოვატ საათით მეტია ქვეყნის არსებულ გენერაციაზე.

ეს ზრდა ადგილობრივი გენერაციით უნდა დაკმაყოფილდეს და ამას ალტერნატვა არ გააჩნია.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ ახალი კანონპროექტი რამდენჯერმე განხილულ იქნა, როგორც განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის წევრებთან, ასევე ენერგეტიკის სფეროში მოქმედ არასამთავრობოებთან და სხვა დაინტერესბულ პირებთან. აღსანიშნავია ისიც, რომ კანონპროექტზე მუშაობის დროს, რომელიც მომზადდა ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს უშუალო ჩართულობით, მუშაობის პროცესში მრავალჯერ გაიმართა სამუშაო შეხვედრები როგორც პარლამენტარებთან, საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ფორმატში გამართულ არაერთ შეხვედრაზე, ასევე ფინანსურ ინსიტუტებთან და დონორ ორგანიზაციებთან, ენერგეტიკის ექსპერტებთან, პროფესორებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ასეთი ჩართულობა მათ აძლევდათ საშუალებას ჰქონოდათ შენიშვნები და მოსაზრებები, რისი ასახვაც მოხდა კანონპროექტში და სწორედ ამის შემდეგ, როცა ყველა მხარესთან შეჯერდა, გადაეგზავნა მთავრობას დასამტკიცებლად"-ნათქვამია განცხადებაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა