logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
შოთა გულბანი: ასეთი პროექტისთვის ხელის შეშლა ნიშნავს იმას, რომ პროექტის მოწინააღმდეგეები მოქმედებენ ქვეყნის განვითარებისა და მისი ხალხის კეთილდღეობის წინააღმდეგ
შოთა გულბანი: ასეთი პროექტისთვის ხელის შეშლა ნიშნავს იმას, რომ პროექტის მოწინააღმდეგეები მოქმედებენ ქვეყნის განვითარებისა და მისი ხალხის კეთილდღეობის წინააღმდეგ
15:23 24.04.2019
„სამწუხაროა, როდესაც ნაციონალური მოძრაობა და მისი სატელიტი სხვა ოპოზიციური პარტიები, ასევე მათთან აფილირებული მედია „ხადორი 3“ მცირე ჰესის ინვესტორი კომპანიის „ალაზანი ენერჯის“ მიმართ ორმაგ სტანდარტს იყენებს და მისი დისკრედიტაციითაა დაკავებული, არადა, ჯერ კიდევ 2012 წელს კომპანიის დირექტორი და დამფუძნებელი ლაშა იორდანიშვილი მაშინდელმა მმართველმა პარტიამ და მისმა ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა წლის ბიზნესმენად აღიარა და მას საზეიმოდ ჯილდო გადასცეს, ჰესების მშენებლობა კი ქვეყნისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საქმიანობად შეაფასეს,“ - განაცხადა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბა) პრეზიდენტმა შოთა გულბანმა.

შოთა გულბანისთვის ის პროცესები, რომლებიც კომპანია „ალაზანი ენერჯის“ მიმართ ხორციელდება, ინვესტორთა უფლებების ცალსახა დარღვევაა. მისი თქმით, საგანგაშოა, როდესაც პანკისის ხეობის სოფლებში ცრუ და პროვოკაციული განცხადებების გავრცელების შედეგად ხდება ინვესტორთან ადგილობრივი მოსახლეობის ხელოვნურად დაპირისპირება. „სწორედ ამისთვის, აუცილებელია არა მხოლოდ პანკისის ინციდენტის სრული და დეტალური გამოძიება, არამედ პროვოკატორთა გამოვლენაც, რათა ხეობაში აღდგეს სტაბილურობა,“ - განაცხადა აფბას - ს პრეზიდენტმა. მან დაუშვებლად მიიჩნია ინვესტორებისთვის საქმიანობის ხელშეშლის ნებისმიერი გამოვლინება თბილისსა და რეგიონებში, თუკი მათ ქვეყნის კანონმდებლობა არ აქვს დარღვეული.

„რამდენადაც ვიცი, „ხადორი 3“ - ი არის მცირე ჰესი, რომლის მშენებლობის ნებართვა ინვესტორ კომპანიას მას შემდეგ მიეცა, რაც ყველა სათანადო დასკვნამ სამთავრობო უწყებების ნებართვა მიიღო. ეს ჰესი, პრაქტიკულად, უვნებელია გარემოსთვის. ამდენად, ასეთი პროექტისთვის ხელის შეშლა ნიშნავს იმას, რომ პროექტის მოწინააღმდეგეებს არა გარემო და ადგილობრივი მოსახლეების ინტერესი აღელვებთ, არამედ მოქმედებენ ქვეყნის განვითარებისა და მისი ხალხის კეთილდღეობის ნებისმიერი გამოვლინების წინააღმდეგ,“ - განაცხადა აფბას - ს პრეზიდენტმა.

შოთა გულბანის თქმით, მოცემულ ვითარებაში, სწორედ ხელისუფლება უნდა იყოს ეფექტური შუამავალი ბიზნესსა და მოსახლეობას შორის, ბიზნესსა და გარემოსდამცველთა შორის, რომ თავის დროზე იქნას აცილებული სიტუაციის ესკალაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ამგვარი დაპირისპირებები სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება, იოლი წარმოსადგენია ის უარყოფითი შედეგები, რაც დაკავშირებული იქნება ბიზნესგარემოს გაუარესებასა და შემცირებულ სამუშაო ადგილებთან.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა