logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
 ნათია თურნავამ ყაზახეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენებს საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის მოდელი გააცნო
ნათია თურნავამ ყაზახეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენებს საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის მოდელი გააცნო
12:35 23.04.2019
ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ყაზახეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენებს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილული იყო საქართველო - ყაზახეთის ბიზნეს კავშირები, ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, საქართველოში ყაზახური ინვესტიციებისა გაზრდის და ყაზახეთის ბაზარზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტის გაფართოების შესაძლებლობები.

შეხვედრის მონაწილე ბიზნესმენებმა, რომლებიც წარმოადგენდნენ საბანკო - საფინანსო, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო, უძრავი ქონებისა და სხვა სექტორებს, გამოხატეს ინტერესი, ინვესტიცია განახორციელონ საქართველოში და ხელი შეუწყონ მის განვითარებას, გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა ქართულ - ყაზახური კავშირების კიდევ უფრო გამყარების პროცესში ყაზახეთში ქართული ბიზნეს დიასპორის აქტიურ ჩართულობაზე.

ამ მხრივ, საუბარი წარიმართა ყახაზეთში ქართული კულტურის ცენტრის ამოქმედების შესაძლებლობაზე, სადაც ადგილობრივი მომხმარებელი შეძლებს არა მხოლოდ გაეცნოს საქართველოს კულტურას, არამედ მეტი ინფორმაცია მიიღოს საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე, მათ შორის, ქართული ღვინის იმ სახეობებზე, რომლებიც ყაზახეთში ნაკლებადაა ცნობილი, ასევე სხვა სახის სასურსათო პროდუქციაზე.

ასევე ყურადღება გამახვილდა ყაზახეთში ქართული ბიზნეს დიასპორის ჩართულობის გაზრდაზე საქართველოს სატრანსპორტო - ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მშენებლობის, სამედიცინო ცენტრების, ტურისტული ობიექტებისა და სასტუმრო კომპლექსების მიმართულებით. ამ მხრივ, ბიზნესმენთა დიდი დაინტერესება გამოიწვია კანონმა "საჯარო კერძო პარტნიორობის შესახებ", რომელიც საქართველოში რამდენიმე თვის წინ ამოქმედდა.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი დუგლაძე და საქართველოს ელჩი ყაზახეთში ზურაბ აბაშიძე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა