ავიაკომპანია „აირზენამ“ ანტალიის მიმართულებით დამატებითი რეისები დანიშნა.
როგორც „ნიუსპრესს“ ავიაკომპანიიდან აცნობეს, ფრენები
თბილისიდან ანტალიის მიმართულებით 30 აგვისტოს, ასევე, 6, 13 და 20 სექტემბერს შესრულდება.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ტურისტული პაკეტის გარეშე, როგორც ავიაკომპანიის სალაროებში ისე ტურისტულ სააგენტოებსა და ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე - airzena.com ონლაინ-რეჟიმში.
ორივე გზის ბილეთის ფასი, მოსაკრებლების ჩათვლით, 327 ევროდან იწყება.

















