logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი ჩიქოვანმა და ენერგოსექტორის წარმომადგენლებმა საქართველოში ჰესების მშენებლობის აუცილებლობაზე იმსჯელეს
გიორგი ჩიქოვანმა და ენერგოსექტორის წარმომადგენლებმა საქართველოში ჰესების მშენებლობის აუცილებლობაზე იმსჯელეს
15:27 22.04.2019
„საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა მონაწილეობა მიიღო „საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაცია“ (GREDA) ორგანიზებით გამართულ მრგვალ მაგიდაში. ღონისძიება პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანში 21 აპრილს განვითარებულ მოვლენებს მიეძღვნა და მას ასოციაციის წევრების, ენერგეტიკის დარგის ექსპერტების და ენერგოსექტორში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლების გარდა ინვესტორი კომპანია „ფერი“-ს აღმასრულებელი დირექტორიც დაესწრო.


როგორც გიორგი ჩიქოვანმა აღნიშნა, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებასა და ენერგოდამოუკიდებლობაზე საუბრისას უნდა გვახსოვდეს, თუ რა ხდებოდა საქართველოში უახლოეს წარსულში, როდესაც ის სხვა ქვეყნის ენერგორესურსზე იყო დამოკიდებული. მისი აზრით, მოსახლეობასთან აქტიურად მიდის გარე ძალების მუშაობა, რათა ჰესები არ აშენდეს. მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ 5-მეგავტიანი ჰესი აბსოლუტურად უსაფრთხოა გარემოსა და მოსახლეობისთვის და ადგილობრივებს ინვესტორ კომპანიასთან კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდა.


შეხვედრის მონაწილეთა პოზიცია პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ერთსულოვანი იყო - ენერგოდამოუკიდებლობა საქართველოს განვითარების, პროგრესის ტოლფასია, განსაკუთრებით ტურიზმის სექტორის სწრაფი ზრდის ფონზე, როცა ენერგომოხმარება რეგიონებში, განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე მატულობს.


ამასთან, ენერგეტიკის დარგის ექსპერტების განცხადებით, მათ ვერცერთი არგუმენტი ვერ მოისმინეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ზიანის მიყენება შეუძლია გარემოსთვის ასეთი მცირე ზომის ჰესს.


„საუბარი არ უნდა იყოს აშენება-არაშენებაზე. არაშენება და არგაკეთება მხოლოდ მეზობელი ქვეყნების წისქვილზე ასხამს წყალს, პოლიტიკური მოტივაციით არის ნაკარნახევი და, პირდაპირი მნიშვნელობით, ჩვენი ქვეყნის ღალატის ტოლფასია. ჩვენ დღეს უკეთ შენებასა და გარემოზე ზიანის მაქსიმალურად შემცირებაზე უნდა ვსაუბრობდეთ და ამაში ვხარჯავდეთ ჩვენს ენერგიასა და რესურსებს“, - აღნიშნავენ საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციაში
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა