logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: მივესალმებით ინიციატივას, რომ პანკისში ხადორი 3-ის ჰესთან დაკავშირებით სამმხრივი შეთანხმება გაფორმდეს
ნათია თურნავა: მივესალმებით ინიციატივას, რომ პანკისში ხადორი 3-ის ჰესთან დაკავშირებით სამმხრივი შეთანხმება გაფორმდეს
18:21 18.04.2019
"დღეს ჩვენ შევხვდით ძალიან პატრიოტ და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებს, რომლებთანაც ვისაუბრეთ საქართველოში ენერგეტიკის სექტორში არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის აღინიშნა, რომ ჰესების მშენებლობის დაგვიანებით ჩვენ უფრო მეტად ვხდებით დამოკიდებული გარე წყაროებზე, ხოლო ჩვენი ქვეყანა, შესაბამისად, უფრო მოწყვლადი ხდება. ასევე განვიხილეთ ხადორი 3 - ის მცირე ჰესის პროექტი და ვისაუბრეთ იმ სიკეთეზე, რომელსაც აღნიშნული ობიექტის განხორციელება ხეობას მოუტანს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრა დუისში ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის ინიციატივით გაიმართა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და კახეთში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი. მთავრობის წარმომადგენლებმა ხეობის ახალგაზრდების, ქალთა საბჭოსა და უხუცესთა საბჭოს წარმომადგენლებს პანკისის ხეობაში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, სოფლის მეურნეობის და მეწარმეობის სახელმწიფო პროგრამებზე დეტალური ინფორმაციას მიაწოდეს.

მინისტრის მოადგილემ მოიწონა ინიციატივა, გაფორმდეს სამმხრივი შეთანხმება ხელისუფლების, ადგილობრივ უხუცესთა საბჭოსა და ინვესტორს შორის. "ჩვენ ვიქნებით იმის გარანტორი, რომ ყველა ვალდებულება, რომლსაც ინვესტორი აიღებს, ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, დასაქმება, თუ ადგილობრივი ფონდის შექმნა, აუცილებლად შესრულდება", - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეხვედრამ დუისში კონსტრუქციულად ჩაიარა. მთავრობის წარმომადგენლებმა უპასუხეს ხეობის მცხოვრებთა შეკითხვებს, რომლებიც არა მხოლოდ ჰესებს, არამედ ხეობის მცხოვრებთათვის სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის, პროფესიული გადამზადების და მიკრო და მცირე ბიზნესის სტიმულირების პროგრამებს, აგრეთვე საგზაო და სხვა საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურის მშენებლობას შეეხებოდა.

შეხვედრის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ხეობის ენერგეტიკულ შესაძლებლობებს გაეცნო.

პანკისის ხეობაში კომპანია "ფერი" "ხადორი 3" - ისა და "სამყურისწყალი 2" - ის ჰიდროელექტროსადგურებს ააშენებს, რომელიც ჯამურად 40 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. შედეგად, ორივე ჰესი ჯამურად 160 მლნ კვტსთ - ი ელექტროენერგიის გამომუშავებას შეძლებს. ინვესტორი ორივე ჰესის ასაშენებლად 40 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას აპირებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა