logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი ქობულია: ჩვენი ამოცანაა, წიაღის სექტორი უფრო მიმზიდველი გახდეს ქართული და უცხოური კომპანიებისთვის
გიორგი ქობულია: ჩვენი ამოცანაა, წიაღის სექტორი უფრო მიმზიდველი გახდეს ქართული და უცხოური კომპანიებისთვის
15:00 16.04.2019
„წიაღის სექტორი ჩვენი ეკონომიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროა არა მარტო დასაქმების, არამედ ინვესტიციების მოზიდვისა და ექსპორტის თვალსაზრისითაც“ - ამის შესახებ გიორგი ქობულიამ წიაღის სექტორში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

ღონისძიების ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა კომპანიის წარმომადგენლებს გაწეული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

„სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია. ჩვენ ერთმანეთს გავუზიარეთ ხედვები და ვისაუბრეთ არსებულ გამოწვევებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წიაღის სექტორში წელს დაახლოებით 200 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას ვგეგმავთ, ექსპორტი კი სადღაც 600-დან 700 მლნ დოლარამდე უნდა იყოს. ეს საქართველოსთვის ძალიან დიდი თანხაა, ამიტომ ჩვენ ამ სექტორის განვითარებას განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ“ - აღნიშნა მინისტრმა.

გიორგი ქობულიას შეფასებით, ყოველთვის მისასალმებელია ასეთი ტიპის შეხვედრები, რადგან მთავრობა ბიზნესისგან ბევრ სასარგებლო რეკომენდაციებს იღებს.

„ამ რეკომენდაციებს ჩვენ უახლოეს მომავალში გავითვალისწინებთ - იგი ეხება როგორც ლიცენზირების წესების, ასევე სხვადასხვა მარეგულირებელი და საკანონმდებლო მოცემულობების გამარტივებას, რათა ეს სექტორი გახდეს კიდევ უფრო მიმზიდველი უცხოური და ქართული კომპანიებისთვის“ - აღნიშნა მინისტრმა.

როგორც პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, მხოლოდ 2019 წლის პირველი კვარტლის შედეგებით, წიაღის სექტორში მობილიზებული ინვესტიციების მოცულობა 30 250 000 ლარს შეადგენს, რომლის საფუძველზეც შეიქმნება 350-მდე ახალი სამუშაო ადგილი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა