logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი ქობულია: ინოვაციები და ტექნოლოგიები ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია
გიორგი ქობულია: ინოვაციები და ტექნოლოგიები ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია
13:23 15.04.2019
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია საქართველოში იტალიის ელჩ, ანტონიო ბარტოლისთან ერთად, თბილისის ტექნოპარკში ახალგაზრდა ინოვატორთა დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო. კონკურსი COTEC-სა და GITA-ს შორის 2018 წელს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის სერჯო მატარელას (რომელიც COTEC-ს საპატიო პრეზიდენტიცაა) საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში ჩატარდა.

„ტექნოლოგიები და ინოვაციები ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია, დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია, რადგან ვიწყებთ თანამშრომლობას იტალიის მხარესთან . იტალია ინოვაციების სფეროში ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა მსოფლიოში, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ბევრი ვისწავლოთ იტალიისგან“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დაჯილდოების ცერემონიაზე.

ცერემონიაზე გიორგი ქობულიამ კონკურსში გამარჯვებული ორი ქართველი ახალგაზრდა ინოვატორი - გურამ ცირეკიძე და ნინო გრიგალაშვილი გამოავლინა, რომლებიც სამთვიან სტაჟირებას გაივლიან იტალიაში.

გიორგი ქობულიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ორ ქართველ ახალგაზრდა ინოვატორს და სტარტაპერს, საშუალება ეძლევათ, იტალიაში გაიარონ სამთვიანი სტაჟირება ძალიან მოწინავე ინოვაციურ კომპანიებში.

„ერთი მათგანი სტაჟირებას გაივლის Apple-ის ლაბორატორიაში, მეორე კი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საავტომობილო ბრენდებისთვის სამუხრუჭე სისტემების მწარმოებელი კომპანიის Brembo-ს ინოვაციურ ცენტრში. ეს კონკურის მხოლოდ დასაწყისია და ჩვენ იტალიასთან ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში დაწყებული თანამშრომლობა უნდა გავაძლიეროთ“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

დღესვე თბილისის ტექნოპარკში იტალიის საელჩოს ორგანიზებით ტარდება სემინარი თემაზე - „გადასვლა იდეიდან წარმოებაზე, ინტუიციიდან - ბიზნესზე“, ერთმანეთისგან ისეთ განსხვავებულ დარგებში, როგორიცაა მექანიკა, ინფორმატიკა, ინოვაციური მასალები თუ სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები. სემინარზე იტალიიდან სპეციალურად ჩამოსული ინოვაციის სფეროს ექსპერტები საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ ქართველ კოლეგებს.

“მხოლოდ იდეა, თუნდაც გენიალური, არ კმარა. იდეას განხორციელება სჭირდება. სემინარის იტალიელი მონაწილეები მსმენელს ჩვენი ინოვაციური ეკოსისტემის მთავარი შემადგენელი ნაწილების მნიშვნელობაზე უამბობენ და საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ. ეს ღონისძიება იდეების გაცვლისა და იტალიასა და საქართველოს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვის შესანიშნავი შესაძლებლობაა", - აღნიშნა იტალიის ელჩმა საქართველოში ანტონიო ბარტოლიმ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა