logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
FAO-ს გენერალური დირექტორობის კანდიდატმა, დავით კირვალიძემ წინასაარჩევნო პროგრამა წარადგინა
FAO-ს გენერალური დირექტორობის კანდიდატმა, დავით კირვალიძემ წინასაარჩევნო პროგრამა წარადგინა
11:49 15.04.2019
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი რომში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე ქვეყნების მიერ წარდგენილი კანდიდატების წინასაარჩევნო პროგრამების პრეზენტაციას დაესწრო.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის საბჭოს სხდომაზე საქართველოს მიერ წარდგენილმა კანდიდატმა საკუთარ გამოსვლაში ორგანიზაციის რეფორმირების აუცილებლობას, პროფესიონალი, მაღალკვალიფიციური კადრების მობილიზების მნიშვნელობას, ორგანიზაციის დეცენტრალიზაციისა და გარემოსდაცვითი და სასურსათო უსაფრთხოების სისტემების გაძლიერების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

აღსანიშნავია, რომ რომში, პოლიტიკის სწავლებათა ინსტიტუტში, „ჩეთემ ჰაუსის“ ფორმატში, FAO-ს გენერალური დირექტორობის ქართველი და ფრანგი კანდიდატების დებატები გაიმართა თემაზე „სასურსათო უსაფრთხოების მიღმა“. დებატების მიზანია, ხელი შეუწყოს კანდიდატთა წინასაარჩევნო პროგრამების გამჭვირვალობას, საზოგადოების ჩართულობასა და ცნობადობის გაზრდას. დებატები მაღალი ინტერესის საგანს წარმოადგენდა და მასში მონაწილეობდნენ არასამთავრობო სექტორის, აკადემიური წრეების, FAO-ს წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები და აკრედიტებული მედია.

„ქართველი კანდიდატის წარდგენა FAO-ს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე არის არამხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონისთვის პირველი პრეცედენტი. მინდა იმედი გამოვთქვა, რომ წევრი ქვეყნები მხარს დაუჭერენ კომპეტენტურ, მაღალი კვალიფიკაციის მქონე და რეფორმებზე ორიენტირებულ კანდიდატს, რაც უზრუნველყოფს მსოფლიოს ყველა რეგიონის თანაბარ წარმომადგენლობას სიღარიბის დაძლევის და სურსათზე თანაბარი ხელმისაწვდომობის მიმართულებით“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

როგორც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იტალიის რესპუბლიკაში კონსტანტნე სურგულაძემ აღნიშნა, საქართველოს კანდიდატს შეუძლია ღირსეულად წარადგინოს ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე და აღნიშნული ორგანიზაციის განვითარების მიმართულებით საკუთარი ხედვა გააცნოს აკადემიური, პოლიტიკურ წრეებისა და მედიის წარმომადგენლებს.
საერთაშორისო აგროსასურსათო კავშირის განვითარებისა და პოლიტიკის მრჩეველმა, ბრაიან ბოლდუინმა ქართველი კანდიდატის შეფასებისას აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო კანდიდატის ხედვა კერძო სექტორის როლზე, რაც დაკავშირებულია როგორც სურსათის წარმოების, ისე სურსათის უვნებლობის, მცირე და საშუალო ფერმერების როლზე სასურსათო სისტემების გაძლიერებაში; ასევე, მისი დამოკიდებულება ორგანიზაციის გამჭვირვალობის საკითხზე, რაც ხელს შეუწყობს FAO-ს ორგანიზაციულ გაძლიერებასა და მენეჯმენტის როლის წარმოჩენას.

FAO-ს გენერალური დირექტორის არჩევნები ივნისში გაიმართება. აღნიშნულ თანამდებობაზე კენჭს იყრიან საქართველოს, ჩინეთის, საფრანგეთისა და ინდოეთის წარმომადგენლები.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა