logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სომხეთის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სომხეთის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა
10:42 13.04.2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი, სოსო რამიშვილი, უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები და ფინანსთა მინისტრის მოადგილეები, ლერი ბარნაბიშვილი და ლაშა ხუციშვილი სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, რუსტამ ბადასიანს და ამავე სამსახურის ოპერატიულ საგამოძიებო სამმართველოს უფროსს, ედვარდ ჰოვანისიანს შეხვდნენ.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს საფინანსო - ეკონომიკური და საგადასახადო დანაშაულის სფეროში საგამოძიებო უწყების წარმატებული გამოცდილება და ოპერატიულ - სამძებრო მუშაობის პრაქტიკული საკითხები. შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე, საგამოძიებო უწყების საქმიანობის მიზნების და საკანონმდებლო საფუძვლების თაობაზე და იმ დანაშაულების შესახებ, რომლებზეც საგამოძიებო სამსახური ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო საქმიანობას ახორციელებს.

“საფინანსო - ეკონომიკური დანაშაულის სფეროში დანაშაულის გამოვლენა - აღკვეთით, ასევე, პრევენციული ღონისძიებების განხორციელებით და რისკების გათვლით, საგამოძიებო სამსახური იცავს თავისუფალ ბიზნესგარემოს და ხელს უწყობს საქართველოს სახელმწიფოს ეკონომიკურ განვითარებას“ - განაცხადა სტუმრებთან შეხვედრაზე საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სოსო რამიშვილმა.

შეხვედრაზე მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები დაიგეგმა. შეხვედრის შემდეგ, საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა პირებმა სტუმრებს სპეციალური დანიშნულების რაზმის შენობა დაათვალიერებინეს.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა