logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი ქობულია ქვემო ქართლში მეწარმეებს ხვდება
გიორგი ქობულია ქვემო ქართლში მეწარმეებს ხვდება
15:41 12.04.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ბოლნისში იმყოფება, სადაც ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს პროფესიული გადამზადების პროგრამას და საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმს აცნობს. შეხვედრას ასევე ესწრებიან მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე, ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი, სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, იმ სამოქმედო გეგმაში, რომელიც საქართველოს მთავრობას, კერძოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გააჩნია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ისეთი საგარანტიო მექანიზმების ამოქმედებას, რომლითაც სახელმწიფო ბიზნესს დაეხმარება სესხის აღებისთვის საჭირო უზრუნველყოფაში და დაუდგება თავდებში.

ადგილობრივმა მეწარმეებმა მოისმინეს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში ანაზღაურდება ინდივიდუალური სესხის ძირი თანხის 70%-მდე, სქემის ფარგლებში გაცემული სესხების მთლიანი პორტფელის 15%-ის ლიმიტის ფარგლებში.

სქემის ფარგლებში საკრედიტო გარანტიები გაიცემა მხოლოდ ლარის სესხებზე და გარანტიის მაქსიმალური ვადიანობა შეადგენს 10 წელს. სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 2 000 000 ლარს.

საკრედიტო-საგარანტიო სქემის ბენეფიციარი შეიძლება იყოს ყველა ის მეწარმე-სუბიექტი, რომლის საშუალო ბრუნვა ბოლო 3 წლის განმავლობაში არ აღემატება 20 000 000 (ოც მილიონ) ლარს, ხოლო სასესხო ვალდებულებები 8 000 000 (რვა მილიონ) ლარს.
შეხვედრაზე ითქვა, რომ საკრედიტო-საგარანტიო სქემა მთელ მსოფლიოში მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან ინსტრუმენტად მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად.

საქართველოს საკრედიტო საგარანტიო სქემა სრულ შესაბამისობაშია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან, თანხვედრაშია ევროპული ქვეყნების გამოცდილებასთან და ემყარება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების (OECD, EIB) მიერ შემუშავებულ პრინციპებსა და რეკომენდაციებს. სქემის დიზაინის შემუშავების პროცესში ჩართულნი იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები.

გიორგი ქობულიამ მეწარმეებთან შეხვედრაზე ასევე ვრცლად ილაპარაკა ეკონომიკის სამინისტროს მიერ ინიცირებულ მასშტაბურ პროგრამაზე, რომელიც მიზნად ისახავს ყოველწლიურად ათი ათასობით ადამიანის პროფესიულ გადამზადებას და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას. მინისტრის შეფასებით, ეს პროგრამა, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინვესტორების შემოსვლას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ხოლო, მეორე მხრივ, დაეხმარება კონკრეტულ ადამიანებს მათი პროფესიული უნარ-ჩვევების შესაბამის სამსახურში დასაქმებასა და უფრო მაღალი შემოსავლის მიღებაში. გადამზადების პროგრამა განსაკუთრებულად გათვლილია სწორედ საქართველოს რეგიონებზე, რომ იქ გაჩნდეს უფრო მაღალი მოთხოვნა კვალიფიციურ კადრებზე და შეიქმნას ამ მოთხოვნის სწრაფი დაკმაყოფილების შესაძლებლობები. მინისტრის თქმით, პროფესიული განათლება უნდა გახდეს საქართველოში კარიერის შექმნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გზა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა