logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: უნდა შეგვეძლოს საკუთარი ენერგორესურსებით ჩვენი მომხმარებლის უზრუნველყოფა და გვქონდეს საშუალება, თავისუფლად ვივაჭროთ რეგიონში
ნათია თურნავა: უნდა შეგვეძლოს საკუთარი ენერგორესურსებით ჩვენი მომხმარებლის უზრუნველყოფა და გვქონდეს საშუალება, თავისუფლად ვივაჭროთ რეგიონში
12:26 12.04.2019
"უნდა შეგვეძლოს საკუთარი რესურსებით ჩვენი მომხმარებლის უზრუნველყოფა და გვქონდეს საშუალება, თავისუფლად ვივაჭროთ რეგიონში" , - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ, სასტუმრო "შერატონში" კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი კონფერენციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ღონისძიებაზე ნათია თურნავამ ვრცელი მოხსენება გააკეთა და ისაუბრა იმ გამოწვევებსა და მნიშვნელოვან მიმართულებებზე, რომლებიც აქტუალურია საქართველოში ენერგეტიკულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლების კუთხით.

"ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების - აშშ-ის მთავრობისა და USAID-ის ენერგეტიკის განვითარების პროგრამის დახმარებით ვმსჯელობთ ძალიან აქტუალურ თემაზე - ეს არის ენერგეტიკული უსაფრთხოება. ამ თვალსაზრისით გვაქვს ტრადიციული და ახალი გამოწვევები, რასაც ვუმკლავდებით. ტრადიციული გამოწვევები დაკავშირებულია რეგიონალურ გამოწვევებთან, გეოპოლიტიკასთან, ხოლო რაც შეეხება ახალ გამოწვევებს, ეს არის მზარდი მოთხოვნის პირობებში საკუთარი რესურსით ჩვენი ელექტროენერგიის მოხმარების უზრუნველყოფა იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა ჰიდროელექტროსადგურების განვითარების მიმართ" - აღნიშნა თურნავამ.

მისი ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის სტრატეგია მაქსიმალურად აწყობილია ორ პრიორიტეტზე - ეს არის ბაზრის მეტი გახსნილობა, რეგიონში, ინტეგრაცია და ვაჭრობის და ტრანზიტის მეტი შესაძლებლობა, იმავდროულად ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი კვლავაც კეთდება საკუთარი რესურსების განვითარებაზე, მათ შორის არის წყლის, ქარისა თუ მზის რესურსები. "ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ორი ასპექტი ერთად უნდა იყოს წარმოდგენილი. ჩვენ უნდა შეგვეძლოს საკუთარი რესურსებით მომხმარებლის უზრუნველყოფა და გვქონდეს საშუალება თავისუფლად ვივაჭროთ რეგიონში", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ

კონფერენცია სახელწოდებით "კავკასიის რეგიონის ენერგეტიკულ უსაფრთხოება, ენერგეტიკული ბაზრის გახსნის პირობებში" USAID ენერგეტიკის პროგრამის, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა. ნათია თურნავასთან ერთად კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს USAID საქართველოს მისიის დირექტორმა პიტერ. ა. ვიებლერმა და რუმინეთის ელჩმა საქართველოში რადუ ჰორუმბამ. კონფერენციის ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიება ხელს შეუწყობს ენერგეტიკული უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის წევრებს და მაღალი დონის გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს შორის შეთანხმების მიღწევაში და მტკიცებულებებით გამყარებული, სრულფასოვანი ანალიზის შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა