logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი ქობულია: ევროკავშირი ტექსტილისა და ავეჯის კლასტერების შექმნაში დაგვეხმარება
გიორგი ქობულია: ევროკავშირი ტექსტილისა და ავეჯის კლასტერების შექმნაში დაგვეხმარება
18:03 11.04.2019
საქართველოში ტექსტილისა და ავეჯის მწარმოებელი კლასტერების შექმნის შესახებ კვლევის შედეგები განიხილეს დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, რომლებიც ევროკავშირისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, გიორგი ქობულიასა და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირებს გააცნეს. შეხვედრას ასევე დაესწრო ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი და სავაჭრო - სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, ნინო ჩიქოვანი.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრის შედეგების შეჯამებისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა, რომ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს აქვს ორივე სექტორის განვითარების საკმაოდ დიდი პოტენციალი. გიორგი ქობულიას თქმით, ტექსტილის შემთხვევაში საუბარი იყო უფრო მაღალი დამატებითი ღირებულების საწარმოების შექმნაზე, ავეჯის შემთხვევაში კი - მასიური ხის ავეჯის წარმოების სპეციალიზებაში.

„ჩვენ შევთანხმდით სამომავლო ნაბიჯებზე და ორივე მიმართულებით ევროკავშირი კლასტერის შექმნაში დაგვეხმარება. ამ მიზნით ევროკავშირი გამოგვიყოფს საერთაშორისო დონის ექსპერტებს, რომლებიც გააერთიანებენ ქართველ მწარმოებლებს თითოეულ სექტორში, დაეხმარებიან მათ, აამაღლონ წარმოების ეფექტურობა, შემოიტანონ ახალი ტექნოლოგიები წარმოებაში და რაც ყველაზე მთავარია, იპოვონ მყიდველები და აითვისონ ევროკავშირის ბაზარი. იმედი მაქვს, რომ ეს ინიციატივა უახლოეს ხანებში ხელშესახებ შედეგებს გამოიღებს“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა